თამბაქო, მარიხუანა და ნარკოტიკები - რა შედეგები აჩვენა საქართველოს სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ

თამბაქო, მარიხუანა და ნარკოტიკები - რა შედეგები აჩვენა საქართველოს სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ

ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია, - ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.

საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევა გოგონებში უფრო ნაკლებად გავრცელებულია- 30%, ვიდრე ბიჭებში - 54%.

მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28%-მა და გოგონების 13%-მა) მოწევა პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში, ან უფრო ადრე დაიწყო. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი, ან ძალიან ადვილია. მოსწავლეთა 4%-მა ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში მოწია და 1%-მა ამ ასაკში მისი ყოველდღიური გამოყენება დაიწყო.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეების 11%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში. ბიჭებში მარიხუანას ან ჰაშიშის გამოყენება გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა.

ქართველ მოსწავლეთა შორის მარიხუანას ან ჰაშიშის გარდა, ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია - ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე - 11%, რასაც მოჰყვება "მაგიური სოკოები" -3%, ტაბლეტები (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად "კაიფის" მისაღწევად 3%, "ბიო" სპაისი - 2.6%, ჰალუცინოგენები 2% და ტკივილგამაყუჩებლები "კაიფის" მისაღწევად 2%.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი