თბილისის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

თბილისის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

თბილისის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, 17:40 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის №42, №43, №55ა, №55ბ, №55გ, ასევე "თბილბინადმშენის" საცხოვრებელი კორპუსებისა და №36-ის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება ხვალ, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას არ იღებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი