ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეების მშობლებს გაახარებს

ინფორმაცია განათლების მინისტრისგან, რომელიც სკოლის მოსწავლეების მშობლებს გაახარებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებით, სამინისტრო სასკოლო წიგნების წონის რეგულირებაზე მუშაობს.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, "მომავალ წელს და იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები". მისივე განმარტებით, რეგულაციები უკვე მომზადებულია და ამჟამად გამომცემლებთან მიმდინარეობს განხილვა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია და ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა.

"გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე ცვლილებები იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშავოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, ამის საშუალება უნდა ჰქონეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელობით ისარგებლოს. ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა, დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ასევე წაიკითხეთ: გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი