რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ქონებას იპოთეკით დატვირთავთ

საქართველოში იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია. რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც თავის ბინას და უძრავ ქონებას იპოთეკით ტვირთავს? - ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა. იმისათვის, რომ არც მსესხებელი დაზარალდეს და არც გამსესხებელი, უამრავი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. სწორედ ამ ნიუანსებზე გვესაუბრება ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი:

- დავიწყოთ ყველაზე მარტივით: ვიდრე თავის ქონებას იპოთეკით დატვირთავდეს, მსესხებელმა წინასწარ უნდა გათვალოს, შეძლებს თუ არა პროცენტის გადახდას. ისიც საგულისხმოა, რომ როდესაც სესხს ფიზიკური პირისგან ანუ მევახშისგან იღებთ, პროცენტი საკმაოდ მაღალია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მსესხებელი კრედიტორს პირადად, ხელზე გადასცემს პროცენტს, მერე ეს თანხა არსად ჩანს და მას უჭირს დამტკიცება, რომ ეს ფული გადახდილი აქვს. თანხის ხელზე გადაცემა დიდი შეცდომაა, ყველაფერი წერილობით უნდა გაფორმდეს, უნდა არსებობდეს საბუთი, რომ მსესხებელმა იპოთეკარს პროცენტით გათვალისწინებული თანხა გადასცა ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვში. წერილობითი დოკუმენტის არსებობა ამ დროს აუცილებელია.

- ბატონო ირაკლი, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება?

- ვერ გეტყვით, რომ ძალიან ხშირად, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ყველა ადვოკატის პრაქტიკაში ყოფილა. გამონაკლისი არც მე ვარ. ზოგჯერ მხარეები ზეპირად თანხმდებიან, მაგრამ ხელშეკრულებაში სულ სხვა პროცენტია დაფიქსირებული. როდესაც თანხის გადახდის დრო დგება, მსესხებელი ამას მხოლოდ მაშინ იგებს. ხელშეკრულების ვადა და პროცენტი - ეს ის პუნქტებია, რომელსაც ყველაზე დაკვირვებით და ყურადღებით უნდა გაეცნოთ, სხვაგვარად შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. ხშირ შემთხვევაში არც კითხულობენ ხელშეკრულებას, რომელიც ნოტარიულად ფორმდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გვერდია, ყველა დეტალს არ არკვევენ და სიტყვიერი შეთანხმებით კმაყოფილდებიან. მაგალითად: ჩემს ერთ-ერთ კლიენტს კერძო პირისგან 5 ათასი დოლარი ჰქონდა ნასესხები და 2300 დოლარი ხელზე ჰქონდა გადახდილი, მაგრამ ამას ვერაფრით ამტკიცებდა, მე ყველას ვურჩევდი, რომ წაიკითხონ და ნახონ პუნქტები, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული.

- თუ თანხის გამცემი კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა?

- მსესხებელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაეცნოს ხელშეკრულების დეტალებს. აქვე ვიტყოდი, რომ კერძო პირებს შორის გაფორმებულ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში ხშირად კაბალური პირობებია ჩადებული, ამიტომ ჯობია უპირატესობა კომერციულ ბანკთან ურთიერთობას მიანიჭოთ, რადგან ბანკთან დადებული ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია და პროცენტიც უფრო დაბალია. ბანკმა შეიძლება თავის კლიენტს სესხის დაფარვის ვადაც გაუგრძელოს მაშინ, როდესაც კერძო პირები ასე იშვიათად იქცევიან. ისიც საყურადღებოა, რომ კერძო პირი საკომისიოს სახითაც უფრო მეტ თანხას იტოვებს, ამიტომ, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა გაცილებით მსუბუქია. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა მსესხებელმა არ იცის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი დეტალის შესახებ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი