"ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინე, ჩუმად მაინც იყავი" - რას პასუხობს ნაირა გელაშვილი ნიკა გვარამიას და "ნაციონალებს"

"ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინე, ჩუმად მაინც იყავი" - რას პასუხობს ნაირა გელაშვილი ნიკა გვარამიას და "ნაციონალებს"

რამდენიმე ხნის წინ მწერალმა ნაირა გელაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან, სანდრა რულოვსსა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საკუთარ "ფეისბუქ გვერდზე" საკმაოდ ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა, რასაც "რუსთავი 2"-ის ხელმძთღვანილის, ნიკა გვარამიას გვერდზე მწერლის მისამართით კრიტიკული პოსტი მოჰყვა. ბლოგსაც და პოსტსაც არაერთი ცნობილი და უცნობი ადამიანი გამოეხმაურა. AMBEBI.GE ნაირა გელაშვილს დაუკავშირდა:

- დღიდან დაარსებისა, სულ ვწერ "ნაციონალური მოძრაობის" მთელ შემზარაობაზე. ეს წერილი არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ჩემს პუბლიკაციებს კითხულობს. ამაზე უფრო მძაფრი წერილები და ინტერვიუები ადრე მაქვს გამოქვეყნებული.

მწერალი წერს იმას, რასაც ფიქრობს. უბრალოდ, ეს, შეიძლება ითქვას, ფსიქოთერაპიული წერილი იყო იმათთვის, ვინც უკვე ისე დაიღალა ამ ნაციონალებით, მათი უტიფრობით და დამნაშავე თავხედობით, რომ დაავადდა ხალხი. ყველა ხომ ვერ გამოთქვამს თავის აზრებს, - არც დრო აქვს, არც საშუალება, რომ ეს თავისი ემოცია სადღაც გამოთქვას და ჩემს ირგვლივ ამდენი აღშფოთებით დაღლილია ხალხი. იმიტომ, რომ სამართალი არ არის და ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ აბსოლუტურად მოურიდებლად. მე არ მინახავს ასეთი გამქრალი სირცხვილისა და მოურიდებლობის განცდა. ამდენი დანაშაული რომ ჩაიდინე, კაცო, ჩუმად მაინც იყავი. სამართალი არ შეეხოთ და კიდევ შეტევაზე არიან გადმოსულები. ეს იყო ფსიქოთერაპიული წერილი, რომ ამ ადამიანებს გული არ გასკდომოდათ საერთოდ. ათასობით და ათი ათაობით მადლობას ვიღებ ხოლმე ასეთი წერილების გამო.

რაც შეეხებათ "ნაციონალებს", მე მაგათ ადამიანებად საერთოდ არ ვთვლი. და არ მაინტერესებს მათი აზრები.

- რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რომელმაც თქვენი მისამართით თქვა: "ეს სრული იდიოტი და ფაშისტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა, ის გამკვირვებია. არადა, ძალიან კარგი მწერალია-ო"

- გითხარით: მე ნაციონალებს ადამიანებად არ ვთვლი!!! გაიმეორეთ ეს თუ შეიძლება. ეგენი უნდა ისხდნენ ციხეში და არიან გარეთ და ანადგურებენ ჩვენს ფსიქიკასა და ნერვებს. ამიტომ, მე მათი აზრები საერთოდ არ მაინტერესებს.

"რუსთავი 2" დამნაშავე ტელევიზიაა თავიდან ბოლომდე, - რაც არსებობს იქედან მოყოლებული, ამ ტელევიზიამ მოუტანა უზარმაზარი ზიანი საზოგადოებას.

როცა ხმას ამოიღებ და რაღაცას იტყვი, ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, ყვავ-ყორნებივით დაგესევიან ყოველი მხრიდან.

მე არცერთ ხელისფლებასთან ვყოფილვარ ახლოს, არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ვარ შემოქმედი ადამიანი, როგორც მწერალი, ჩემს მოვალეობას ვიხდი. ამით მაინც შევუმსუბუქო ჩემს ხალხს მდგომარეობა, რომელიც დღემდე მუდმივი ტრამვის ქვეშ იმყოფება. მუდმივი ვფიქოლოგიური შეტევის ობიექტია ხან ნაციონალების, ხან არანაციონალების, ხან ვისი და ხან ვისი მხრიდან.

- არჩევნები ახალი დასრულებულია. რა მოლოდინი გაქვთ უახლოესი 4 წლის განმავლობაში?

- ჯერ ძნელია მოლოდინებზე ლაპარაკი. საერთოდ ხელისუფლებას თუ არ ჰყავს ძლიერი ინტელექტუალური გუნდი, - მე არ ვგულისხმობ ცალკეულ დარგებში მცოდნეებს, - მოაზროვნე ადამიანთა გუნდი, რომელთაც აქვთ ძალიან ფართო ჰუმანიტარული განთლება, პლუს ასევე - პოლიტიკური, რომელიც მთლიანობაში ხედავს ქვეყნის პრობლემებს, ასეთ შემთხვევაში წარმატება არ იქნება. იქნება ფრაგმენტალური წარმატებები, მაგრამ საერთო ხედვა, გლობალური ხედვა მთელი ქვეყნის და ამ ქვეყნისა მსოფლიო კონტექსტში თუ არ არის, თუ აგრეთვე არ არის ღირებულებათა სისტემა გარკვეული და ყველაფერს უნდა გადაუსვა ხაზი, - ეკოლოგიურ მდგომარეობასაც, ბუნებასაც, თბილისსაც, ბავშვების ჯანმრთელობასაც, საკვებ პროდუქტებსაც, სინდისსაც და ყველაფერს - ასე არაფერი არ გამოვა. ხელისუფლება წარმატებული იქნება, თუ მხოლოდ პრაგმატული ინტერესებით მომართული ადამიანები იქნებიან ხელისუფლებაში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს სამართლიანი, განათლებული, მწვანე საქართველო. თუ ამ მიზანს არ დაისახავს ხელისუფლება, წარმატებული ვერ იქნება.

ეკა სალაღაია

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: "ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა" - რას წერენ ნაირა გელაშვილზე გვარამია, რურუა და სხვა ცნობილები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი