"ჩვენ ვცხოვრობთ დროს, როდესაც ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით შეპყრობილი" - ილია მეორე

"ჩვენ ვცხოვრობთ დროს, როდესაც ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით შეპყრობილი" - ილია მეორე

"ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ ქართველი ერი დაეცეს" - ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

მისივე თქმით, მართალია განსაცდელშია მთელი მსოფლიო, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის. "ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები და ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით არის შეპყრობილი. მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი წყალობს საქართველოს. მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ არ დაეცეს ქართველი ერი", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადამიანი უნდა ხედავდეს ადამიანის გაჭირვებას. "ადამიანი უნდა ხედავდეს გაჭირვებას ადამიანისას, უნდა ხედავდეს მოყვასსა თვისსა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოძმეთა ცხოვრების გაადვილებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

"უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა საკუთარი თვალით წაიკითხა" - 94 წლის ბებოს რეაქცია საცხოვრებლის დაკანონების შემდეგ

"გვახსოვს, სარესტორნო სფეროსგან დღეში რამდენიმე ათასი ინფიცირებული გვყავდა... ეს სექტორი ჯერ კიდევ რისკის შემცველია" - ცქიტიშვილი

"...ეს არასამართლიანი მიდგომაა" - რა განაცხადა "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ