ირაკლი კობახიძის ულამაზესი ცოლ-შვილი - გაიცანით პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახი

ირაკლი კობახიძის ულამაზესი ცოლ-შვილი - გაიცანით პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახი

ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატურას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა.

38 წლის კობახიძეს, წინამორბედ დავით უსუფაშვილისგან განსხვავებით ხანმოკლე პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. 2015 წლის იანვრიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლდათ. იქამდე კი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს.

"ქართული ოცნების" ოფიციალურ საიტზე, ირაკლი კობახიძის შესახებ შემდეგი ბიოგრაფიული ცნობები მოიპოვება - განათლებით იურისტი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერსაა დაბადებული. პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს ჰყავს მეუღლე - ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი - გიო და ნიკუშა კობახიძეები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ირაკლი კობახიძე წარსულში ცნობილი პოლიტიკოსის, გია კობახიძის შვილია, რომელიც 1995-1999 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, გია კობახიძე პოლიტიკიდან სწორედ შვილის გამო წავიდა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი შვილი, ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძის დედა, თამარ ზაალიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ირაკლი კობახიძეს ჰყავს უმცროსი და ქეთევანი.

პარლამენტის თავმჯდომარე ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსის განახლებული მონაცემები

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს