"არ ვამბობ, რომ გიგომ იქ ისწავლოს, სადაც მაღალ ინტელექტუალურ დონეს თხოვენ" - რატომ ვერ ხდება გიგო მსახიობი

"არ ვამბობ, რომ გიგომ იქ ისწავლოს, სადაც მაღალ ინტელექტუალურ დონეს თხოვენ" - რატომ ვერ ხდება გიგო მსახიობი

გიგო შიუკაშვილი ქართველმა მაყურებელმა"იქს ფაქტორის " საშუალებით გაიცნო. მან მალევე შეძლო, როგორც მენტორების, ისე მაყურებლის სიყვარულის მოპოვება. გიგო 21 წლისაა და ბავშვობიდან აქტიურად თამაშობს სპექტაკლებში, მისი ოცნება სწორედ მსახიობობაა. როგორც გიგოს დედამ, ინგა სარჯველაძე ჩვენთან საუბარში განაცხადა, არ უფიქრია თუ გიგო სკოლის დამთავრების შემდეგაც ასე მყარად შეინარჩუნებდა გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც გიგო ითხოვს, მიეცეს ოცნების ახდენის უფლება და გახდეს მსახიობი. რამ შეუშალა მას ხელი და როგორ აგრძელებს ბრძოლას სასურველი მიზნის მისაღწევად - ამის შესახებ მისი დედა ქალბატონი ინგა მოგვიყვება.

- ძალიან დიდი ხანია რაც გიგო სცენაზე დგას. მისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახდეს მსახიობი, ეს მისი ნაწილია, მისი ცხოვრების და სულის ნაწილი. რეალურად, თუ რომელიმე მიმართულებით შეიძლება გახდეს პროფესიონალი, დასაქმდეს და ეს ყველაფერი აკეთოს წარმატებით, ხალისით, იმუშაოს, ჰქონდეს თავისი შემოსავალი, ის უნდა გახდეს მსახიობი.

- რა უშლის ხელს?

- საქმე იმაშია, რომ ტიპიური განათლების მქონე ბავშვები ამთავრებენ სკოლას, იღებენ ატესტატს. ჩვენს ქვეყანაში თეატრალური განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში. ბაკალავრზე რომ ჩააბარო, აუცილებლად უნდა გქონდეს ატესტატი. გიგო და სხვა ინტელექტუალურად შეზღუდული ადამიანები ვერ იღებენ ატესტატს, გამომდინარე იქიდან, რომ კატის გამოცდები სულ სხვა პრინციპით არის აწყობილი საქართველოში, ეს არ არის ადაპტირებული გამოცდები, არის ჩვეულებრივი, რომელიც ინტელექტის გარკვეულ დონეს საზღვრავს და მხოლოდ ამის შემდეგ გაძლევენ ატესტატს. თუ ამ გამოცდას არ აბარებ, იღებ სერტიფიკატს. სერტიფიკატით უმაღლესში ჩაბარება არ შეიძლება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი