კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:37 / 14-11-2016
იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" - ვინ არის პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს
რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა წერილით მომართა:

"მე ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელიც ცხოვრობს იტალიაში და როდესაც მოვუსმინე ამ ამბავს, შოკში ჩავვარდი. ეს ეხება თითოეულ ქართველს და საქართველოს. მე ვფიქრობ, თუ თითოეული ჩვენგანი მივიღებთ მონაწილეობას ცოტათი მაინც უღირსობის და უსამართლობის აღმოფხვრაში, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას" - გვწერდა ქალბატონი წერილში, რომელიც იტალიელი ექიმის საქართველოში მოღვაწეობას შეეხება.

როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა იტალიურმა არხმა სიუჟეტი მოამზადა (იხ. იტალიური არხის სიუჟეტი აქ), რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, საქართველოში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს.

ფსიქოლოგიის პროფესორმა დავიდე ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. ვანონი სტამინას ფონდის Stamina Foundation-ის დამფუძნებელიცაა (ორგანიზაცია მან 2009 წელს დააფუძნა). "თერაპია" ძირითადად ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები) სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

როგორც იტალიური ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, დავიდე ვანონის მიერ ღეროვანი უჯრედის ბაზაზე დაფუძნებული მკურნალობის პერსონალური მეთოდი, არაერთგზის გადამოწმებისა და ექსპერიმენტის შემდეგ, იტალიაში უკანონოდ იქნა მიჩნეული. წარმოშობით ტურინელი ფსიქოლოგიის პროფესორი მიიჩნევს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა, შესაძლებელია ძვლის ტვინიდან ამოღებული უჯრედების ინფუზიით. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს მიერ გამოტანილი ნეგატიური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მას სამედიცინო საქმიანობა აუკრძალა, "მან ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიწყო და ისევ მიჰყო ხელი სასწაულების დაპირებას, რომლებიც არასდროს აუხდენია" - ნათქვამია სიუჟეტში.

52 წლის პაციენტი, გვარად ძიკიერი, რომელიც სიუჟეტში ვანონიზე საუბრობს, წარმოშობით ტერაჩინადანაა და ამჟამად უმბრიაში ცხოვრობს. ადრე, საათების ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ დაავადება ნელ-ნელა ყველაფერს ართმევს. როდესაც დაავადება აღმოუჩინეს, არ არსებობდა მკურნალობის მეთოდი, აღარც მომავალი, თავს მარტოსულად და მიგდებულად გრძნობდა. სწორედ მაშინ გაიცნო ვანონი.
2016 წლის დასაწყისში ძიკიერი ვანონის ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა და დაიწყო "ქართული ავანტიურა". მაისის თვეში, თბილისში, პაციენტის ძმა იმყოფებოდა, რომელმაც ძვლის ტვინი გაიღო ანდრეასათვის.

ანდრეა ძიკიერი სიუჟეტში ამბობს: "ორი ვარიანტი იყო, ან სამი ინფუზია უნდა გამეკეთებინა, რომელიც 18 ათასი ევრო ჯდებოდა, ან ხუთი - რომელიც 27 ათასი ევრო ღირდა. პრობლემა იმაშია, რომ ის მე ყოველთვის მპირდებოდა და გარანტიას მაძლევდა, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ არის. რეგულარულად ვეხმიანები და მეუბნება, რომ მისი პაციენტების მხოლოდ მცირე პროცენტს არ ჰქონია შედეგი. მე სხვა პაციენტებიც ვნახე, მაგრამ მკურნალობამ არც ერთ მათგანზე არ იმოქმედა".

ტურინის პროკურორის მოადგილე რაფაელე გუარინიელო, რომელმაც ვანონის ბრალი დასდო თაღლითობასა და წუნიანი მედიკამენტების დანიშვნაში და მოგვიანებით 22-თვიან სასჯელს დასთანხმდა, რომელიც საბოლოოდ პირობითი სასჯელით შეიცვალა, აღნიშნავს რომ შეთანხმება სხვაგვარი იყო. მისი თქმით, "პირობითი ითვალისწინებდა, რომ ვანონის აღარ უნდა ჩაედინა დანაშაული და არ გაეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა იტალიასა თუ საზღვარგარეთ."

"მიუხედავად ამისა, თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სადაც დაავადებისგან სასოწარკვეთილი პაციენტები, მთელი მსოფლიოდან მოდიან, ვანონი განყოფილებას ხელმძღვანელობს და ქართველ თანამშრომლებთან და თავის ერთგულ ბიოლოგ ერიკა მოლინოსთან ერთად აგრძელებს საქმიანობას, რომელიც ასევე გასამართლებულია ტურინის სასამართლოს მიერ" - ნათქვამია სიუჟეტში.

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავიდე ვანონი თავდაპირველად კლინიკა "ლანცეტში" იმყოფებოდა და ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობისთვის ფართი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. იტალიურ არხზე გასულ სიუჟეტში თბილისში მდებარე ის კლინიკაც არის ნაჩვენები, სადაც ვანონი ამჟამად მუშაობს. როგორც გავარკვიეთ, ეს არის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სამედიცინო ცენტრში თავდაპირველად პაციენტის სტატუსით დავრეკეთ. კლინიკის ნომერზე დარეკვის შემდეგ, ღეროვანი უჯრედების განყოფილებაში გადაგვამისამართეს.

"ქალბატონო, ისინი არიან ჩვენს შენობაში, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციები ვართ. მე მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართის მოცემა შემიძლია"

- თქვენთან არ მუშაობს დევიდე ვანონი?
- ამ კლინიკაში მუშაობს, მაგრამ თქვენ სხვა განყოფილებაში მოხვდით. მე ჩაგაწერინებთ მეილს და თავად გადაწყვეტს, გაგცემთ თუ არა პასუხს. სხვანაირად მას ვერ დაუკავშირდებით. infoprogettopacienti@gmail.com-ზე გაუგზავნეთ. მთხოვა პაციენტები ამ ფორმით გადავამისამართო.

- ვიცი, რომ ქირურგია თქვენთან და არასწორად ვრეკავ?
- სწორად რეკავთ, ქირურგი არ არის, შეეხმიანეთ და თავად გაგცემთ პასუხს, მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს.

მოგვიანებით მარდალეიშვილის კლინიკაში ჟურნალისტის სტატუსით დავრეკეთ და პრესსამსახურთან დაკავშირება ვითხოვეთ, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, უწყების ცნობით, აღნიშნულ პირზე მათ ადმინისტრაციაში შევიდა წერილი და რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. რა ინფორმაცია აქვთ დავიდე ვანონის საქმიანობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში, ამის გასარკვევად რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელს დავუკავშირდით.

- ჩვენ მოგვმართა მისი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გვთხოვა ამ ინფორმაციის შესწავლა. ჩვენამდე მოსული ინფორმაციის საფუძველზე დევიდ ვანონი და კიდევ ერთი იტალიელი ექიმი (სავარაუდოდ, სიუჟეტში ნახსენები ერიკა მოლინო) მუშაობს საქართველოში, რომლებსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვთ. პროფესიული განვითარების საბჭოს აღნიშნული ექიმების საქმიანობაზე ნებართვა არ გაუცია. კანონით ასეა, როდესაც კლინიკა უცხოელ სპეციალისტს იწვევს, მომართავს ჯანდაცვის სამინისტროს და პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ მოუმართავს მარდალეიშვილის კლინიკას. არც ვიცით ისინი მუშაობენ თუ არა საქართველოში. ნამდვილად იცით რომ აქ მუშაობენ?

- პაციენტის სტატუსით დავრეკეთ კლინიკაში და გვითხრეს, რომ დავიდე ვანონი მეილით იღებს პაციენტებს...
- ანუ აქ მუშაობს? ეს უკვე ყურადღების მისაქცევია და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს.

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და შესაბამისი უწყებებიდან ამ საკითხის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოიძიებს.

ნინა მამუკაძე, თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
09:50 / 16-11-2016
თუ ამ იტალიელს შეუჩერდა სამედიცინო საქმიანობა, ჩვენი საელჩი იტალიაში რატომ არ ფლობდა ამ ინფორმაციას და საერთოდ, რატომ მისცეს ამ კაცს საქართველოში თავისი ფირმის დარეგისტრირების უფლება. კლინიკამ რა ქნას, მასთან მივიდა ადამიანი, რომელსაც საქართველოში ჰქონდა რეგისტრირებული თავისი ფირმა და კლინიკამაც დაუთმო ფართი.
@@@
19:07 / 15-11-2016
საეთტოდ არიცით რაზეა ლაპარაკი? ამ კაცს აქვს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მეთოდი რომელიც ისეთ დაავადებეზე აკეთებს რომლების
დღემდე არსებულ არანაერ მკურნალობას არ ექვემდებარება, თუ შეძლო და გაიმარჯვა ამ დაავებებზე მსოფლიოში უდიდესი მეცნიერი გახდება, თან პაციენტები ჩამოღავს მთელი მსოფლიოდან, უბრალოდ ევროპის ქვეყნებში კანონმდებლობით აკრძალულია ესეთი მეთოდები, საართველოშიც არის ღეროვანი უჟრედების ბანკი და ხალხი მაგაში ფულს იხდის, რად გინდა თუ არ გამოიყენე, ვის უნახავ კიბოს ესეთი დაავადების ერთადერთი გამოსავალია პერსპექტიულად,? ც გეპატიტის პროგრამა რა ექპერიმენტი არაა ,რამდენ ადამიანს უშველა საქართველოში, უბერავთ რა!!!
ვახო
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:24 / 16-01-2017  Image მძიმე ავარიის დროს დაშავებულ გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი და ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს"
19:36 / 16-01-2017  Image ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ავარიაში მოყვა, ის მანქანა დაამტვრია, ღმერთმა არ შეარჩინა სხვისთვის წართმეული ფული
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
10:29 / 04-09-2015  Image სიგარეტის მწარმოებლების მიერ გამხელილი საიდუმლო - თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა
"ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი"
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49