"გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გლდანის მიმართულებით ოდორანტის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გლდანის მიმართულებით ოდორანტის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გლდანის მიმართულებით ოდორანტის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან" აცნობეს, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ ხვალ განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის "გლდანი 2"-ის მიმართულებით.

"აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შესაძლო დისკომფორტის გამო, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი