თამბაქო ძვირდება - ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება

თამბაქო ძვირდება - ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება

2017 წლიდან სიგარეტი კიდევ გაძვირდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.

გადასახადის ზრდას ითვალისწინებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც აქციზიდან შემოსავალი 1.085 მლრდ ლარს უტოლდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აქციზიდან შემოსული თანხა 1.012 მლრდ ლარია, ანუ გაისად ბიუჯეტი, აქციზის გადასახადის დამატებით 73 მლნ ლარს მიიღებს. მატება, ძირითადად, თამბაქოს პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის ხარჯზე მოხდება.

"რეზონანსი" შეეცადა ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინა ფინანსთა სამინისტროდან, სადაც უკვე მეორედ მუშავდება ბიუჯეტის პროექტი: "გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა წარადგენს 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან", - აცხადებენ სამინისტროში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული პასუხი აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხადურის უწყებაში არ არიან ინფორმირებული იმ საკითხზე, რაც მათ უშუალოდ ეხებათ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი