"ღმერთმა ერთ დღეს ასეთი სასწაული მომივლინა..." - რატომ არ ამხელს ნინი წიკლაური ორსულობას

"ღმერთმა ერთ დღეს ასეთი სასწაული მომივლინა..." - რატომ არ ამხელს ნინი წიკლაური ორსულობას

მოსიყვარულ წყვილი - ნინი წიკლაური და თემო ტუღუში მაისში პატარა ბიჭს ელოდებიან. მომავალ დედ-მამას მშობლის პასუხისმგებლობა უკვე გაცნობიერებული აქვს და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ სწორად და კარგად როგორ გაზარდონ, აღზარდონ შვილი. ნინის ორსულობაც, რომელსაც ბედნიერებისგან თვალები კიდევ უფრო მეტად უბრწყინავს, მშვიდად, წყნარად და კარგად მიმდინარეობს, ხოლო თემო მასზე და მომავალ შვილზე დიდი სიყვარულით ზრუნავს.

ნინი წიკლაური: წარმოგიდგენია, პატარა ბიჭის დედა ვხდები, ოჯახში პატარა ბავშვი არ გვყოლია, ამის გამოცდილება არ გვქონია და არ ვიცი, ეს როგორია. უკვე ვხვდები: რაღაც საოცრება გველოდება წინ. მინდა, ორსულის კურსები გავიარო, რომ უფრო მეტად ვიყო მომზადებული: სწორად გამოცვლა, სწორად თავის დაჭერა, ჭამა.

თემო ტუღუში: ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება.

ნინი: ექიმმა ჩამოთვალა: ასეთი თვალები, ასეთი ტუჩები... მერე გახედა თემოს და ამბობს: მამას ჰგავსო. ვუყურებდი გაშტერეული, ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ თავი დავინახე.

თემო: ექოსკოპიაზე რომ შევდიოდით, გადართული, ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რას გვეტყოდა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რომ თქვა: ჯანმრთელია, კარგი ბიჭიაო, მერე ამოვისუნთქე.

ნინი: თემო გაფაციცებით უსმენდა, რამე რომ არ გამორჩენოდა. მე შეურაცხადი ვიყავი: ნახევარი არ მესმოდა. როგორია, ეკრანზე უყურებ შვილს, მერე, რომ თქვა ექიმმა: კაციაო, რაღაც ვერ მივხვდით და გავატარეთ. ექიმმაც გააგრძელა გამოკვლევა და ბოლოს გვეუბნება: სქესზე რატომ არ გქონდათ რეაქციაო. ვერ გავიგე-მეთქი. გოგო, ბიჭია, ბიჭიო და ავტეხეთ ერთი ამბავი.

თემო: სქესს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა: კითხვაზე: გოგო გინდა თუ ბიჭი, ყოველთვის მეშინოდა, მერიდებოდა პასუხის გაცემა. ბიჭი ვთქვა და გოგო იყოს, მერე ჩემს შვილს რა პასუხი გავცე-მეთქი, ამიტომ დუმილს ვამჯობინებდი...

- როგორია პირველი ემოცია, როდესაც იგებ, რომ ორსულად ხარ?

- ავლაბარში ვიყავი და ტესტი რომ გავიკეთე, არ ვიცოდი, რა მექნა: მეყვირა, მეწივლა. ტესტით მივედი თემოსთან, ვაჩვენე და ორივე ისეთი ბედნიერები ვიყავით.

ღმერთს სულ ვთხოვდი: თუ შენ ჩათვლი საჭიროდ, ეს ბედნიერება მომანიჭე-მეთქი... და ერთ დღეს, ასეთი სასწაული მომივლინა. თითქოს დამაცადა ყველაფერი: ვიცეკვე, დავიმტვრიე, გამოვჯანმრთელდი. მითხრა: გაჩერდი, ხომ ხედავ, ეს არ არის შენი საქმე, აჰა, შვილო, შენ ბავშვი და მოუარეო. იმდენად ვიყავი აჟიტირებული, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. ვიღაცას კი არ დავუმალე, უბრალოდ, არ მინდოდა, ნაყოფისთვის რაიმე ზიანი მიმეყენებინა. ზედმეტი არც ფერება მინდოდა, არც მილოცვა. მშვიდად და წყნარად მინდოდა, ჩამოყალიბებულიყო ნაყოფი და გაზრდილიყო, თორემ, დასამალი კი არ არის, ლამის რუპორში გამოვაცხადო, იმხელა ბედნიებაა.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი