"დედაჩემი ფეისბუქდამოკიდებულია! მისი სიამოვნების გზა წითელ შეტყობინებებზე გადის" - ყველა დედის საკითხავი ამბავი

"დედაჩემი ფეისბუქდამოკიდებულია! მისი სიამოვნების გზა წითელ შეტყობინებებზე გადის" - ყველა დედის საკითხავი ამბავი

"ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის გავმრავლდით, მაგრამ დიდი ხანია აღარ ვართ სამნი.

ბოლო დროს ასე ვართ დაჯგუფებული: მე და მამა, დედა და დედას ტელეფონი.

ჩვენ ვართ ორნი, დედა ბევრია.

ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენზე, დედა გვიყვება ვიღაცეების ამბებს.

ჩვენ ვთამაშობთ, დედა ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ფილმს ვუყურებთ, დედა ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვვახშმობთ, დედა თან ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვიძინებთ, დედა ისევ ტელეფონს სქროლავს. ჩვენ ვმგზავრობთ, დედა ტელეფონს სქროლავს, მარცხენა ხელში ჩემი ხელი უჭირავს, ცეკვაზე მივყავარ – მარჯვენათი ტელეფონს სქროლავს.

მე აღარ მიყვარს საღამო, როგორც ჩვენი შეკრების დრო. აღარ მიყვარს კუთხე ჩვენს სახლში, სადაც დედაჩემი მოიკალათებს ხოლმე.

ხანდახან იტყვის, გამოვრთავ ინტერნეტს. გადადებს ტელეფონს და ვიწყებთ თამაშს. მიყვარს და სულ უფრო ხშირად მენატრება ეს წუთები.

ზოგჯერ მინდა, ვიყოთ ერთად როგორც ადრე. ამბები მოვყვეთ, ვიცინოთ, ვიტიროთ, ჩავეხუტოთ. მხოლოდ მე და ის, ისე რომ არ მოუკაკუნოს ვინმემ, ისე რომ არ მითხრას "დე, ერთ წუთს, ხო..." და არ შეეცვალოს მიმიკა სხვაგან წასული ფიქრებით.

აიღებს დადებს, აიღებს დადებს. ავიწყდება, 20 წამის წინ ხელში რომ ეჭირა ტელეფონი. ის ფეისბუქდამოკიდებულია. მისი სიამოვნების გზა წითელ შეტყობინებებზე გადის.

დანარჩენს აკეთებს ინერციით, მექანიკურად. იცის, რომ უნდა მაჭამოს, დამბანოს, დამაძინოს, გამიღიმოს, მაგრამ მისი თვალები სხვანარი გახდა. თითქოს გამჭვირვალეა და შიგ ფეისბუქის შეტყობინებები ირეკლება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი