თუ ბავშვს სიმაღლეში ზრდის შეფერხება აქვს: ენდოკრინოლოგის რჩევა და საჭირო გამოკვლევები

თუ ბავშვს სიმაღლეში ზრდის შეფერხება აქვს: ენდოკრინოლოგის რჩევა და საჭირო გამოკვლევები

მიჩნეულია, რომ პატარა ციცქნა სიმაღლის იმის გამოა, რომ დედას ან პაპას დაემსგავსა, მაგრამ ენდოკრინოლოგებს სხვა მოსაზრება აქვთ და მკურნალობას რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უკეთესია.

თუ თქვენი პატარა თანატოლებს სიმაღლეში ვერ ეწევა, წლინახევარით პატარად გამოიყურება თანატოლებზე და ამ ფაქტს მნიშვნელობას არ აქცევთ, რადგან ოჯახში დაბალტანიანი ნათესავები გყავთ, ცდებით. ამ დროს ბავშვი ენდოკრინოლოგმა უნდა გასინჯოს.

პატარას სიმაღლეში ზრდაზე გავლენას ახდენს კვება: კალიციუმის, ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა და ტკბილეულის მეტობა, რაც ნეგატიურად აისახება სიმაღლეში ზრდაზე. ზრდის ჰორმონის გამომუშავებლად სასურველია, პატარას ძილი რეჟიმი, განსაკუთრებით, ღამის ძილი არ ჰქონდეს დარღვეული. ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა, მაგრამ პატარას პროფესიული სპორტით დატვირთვამ შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხოს. აგრეთვე, გენეტიკურმა ფაქტორმა, თუმცა, სიმაღლეში შეფერხეა ხშირად ენდოკრინული სისტემის დარღვევისა და ზრდის ჰორმონის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ასევე შეიძლება მემკვიდრული იყოს. თუმცა ის დარღვევა, რაც პაპას აქვს, შეიძლება გამოუსწორდეს შვილიშვილს.

პირველ რიგში ექიმი შეამოწმებს ბავშვის სიმაღლეს ზრდის სიმაღლის ცხრილთან. მცირე დარღვევა დასაშვებია. თუ პატარა ჩამორჩება განსაზღვრულ ნორმას, ექიმი მკურნალობას დაგინიშნავთ, თქვენ კი დააკვირვებები სპეციალურ ბლოკნოტში უნდა ჩაინიშნოთ.

აუცილებელი გამოკვლევა

თავადპირველად უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი, გადაიღოთ ძვლების რენტგენი (ზრდის ზონის გამოსაკვლევად). აგრეთვე, სისხლის ანალიზი ზრდის ჰორმონზე. თუ მცირე დარღვევა მაინც გამოიკვეთება, დაინიშნება მკურნალობა, რასაც შედეგიც მოჰყვება.

ძვლების რენტგენი საჭიროა ტერფების, მუხლებისა და იდაყვების გამოსაკვლევად. როგორც წესი, მარცხენა ხელის რენდგენი კეთდება. ის აღნიშნავს ბავშვის ძვლის რეზერვს. ანალიზის პასუხს ექიმი სპეციალურ ფოტოების ატლასს შეადარებს. დავუშვათ, თქვენი შვილი 7 წლისაა, მაგრამ სიმაღლით 6 წლისას ჰგავს, ეს ნიშნავს რომ მას ბიოლოგიური საათი შენელებული აქვს. კარგია, თუ პატარას სიმაღლე ”რენტგენის ასაკს” შეესაბამება.

ზრდის ჰორმონის ანალიზის ჩასაბარებლად პატარას, ექიმის მეთვალურეობის ქვეშ, საავადმყოფოში მოუწევს ღამის გატარება.ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც შემთხვევითი არაა. ე.ი. ორგანიზმი განიცდის ზოგიერთი ჰორმონის დეფიციტს, რაც სიმაღლის ზრდას აფერხებს.

მკურნალობის დაწყება

თუ მკურნალობამ ზრდის ჰორმონის ნაკლებობა დაადასტურა, შეიძლება მისი დამატება ხელოვნურად მოგიხდეთ. ამ პერიოდში რეგულარული და გეგმიური დაკვირვება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვმა ზრდის ჰორმონი უნდა მიიღოს ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. პრეპარატი მაცივარში უნდა შეინახოთ. ნემსის გაკეთება, მართალია, უსიამოვნოა, მაგრამ უმტკივნეულოა. თუ მკურნალობის პერიოდში გადაადგილება გელით, მოიმარაგეთ ხარისხიანი თერმოსი და თერმოჩანთა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი