ტრამპზე, ბერლუსკონიზე, პოლიტიკაში წასვლაზე... - რა უპასუხა კახი კალაძემ იტალიური მედიის შეკითხვებს

ტრამპზე, ბერლუსკონიზე, პოლიტიკაში წასვლაზე... - რა უპასუხა კახი კალაძემ იტალიური მედიის შეკითხვებს

საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ვებგვერდ Secolo XIX-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მისი მცირე კომენტარი, სადაც ის საბა კვირკველიაზე საუბრობს.

- სპორტი არ დამვიწყებია - კალაძემ იტალიურ გუნდებს საბა კვირკველია ურჩია

ახლა გთავაზოთ კალაძის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან იტალიურ ვებგვერდს მისცა.

რატომ წავიდა პოლიტიკაში

მსურს, გაჭირვებაში მყოფ ქართველებს დავეხმარო. მსურს, საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს, სადაც ჩემი შვილები ბედნიერები გაიზრდებიან.

დონალდ ტრამპს გამარჯვება "ტვიტერით" მიულოცა ვფიქრობდით, რომ გამარჯვებას ჰილარი კლინტონი მოიპოვებდა, მაგრამ სასაუბროდ ტრამპთანაც კი მზად ვართ.

ფეხბურთი

ბევრი დრო არ მაქვს ფეხბურთის საყურებლად, მაგრამ კლუბებს, სადაც მითამაშია, თვალყურს მაქსიმალურად ვადევნებ. "მილანთან" ბევრი რამ მაკავშირებს. ამ კლუბთან ერთად ყველაფერი მოვიგე, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. ძალიან წარმატებული წლები გავატარე "მილანში". "ჯენოაშიც" საკმაოდ კარგი პერიოდი მქონდა.

უარი "იუვენტუსს"

"მილანიდან" ტურინის "იუვენტუსში" შემეძლო გადასვლა, მაგრამ მაშინ არჩევანი "ჯენოაზე" გავაკეთე, რადგან ფორმის პიკში არ ვიმყოფებოდი და ისეთ ადგილას მსურდა წასვლა, სადაც სათამაშო ფორმის აღდგენას შევძლებდი. მაშინ ასეთი "ჯენოა" იყო, რომელსაც ჯან პიერო გასპერინი წვრთნიდა. მან ფიზიკურად მომამატებინა და პირველ სეზონში სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მივიჩნეოდი.

ბერლუსკონის შესახებ

დიდებული პრეზიდენტი... მასთან ერთად "მილანი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ბერლუსკონი ყოველთვის გვერდში გვედგა - მასთან მშვენიერი ურთიერთობები მაკავშირებს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი