ვინ არიან გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ყოფილი მეორე ნახევრები

ვინ არიან გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ყოფილი მეორე ნახევრები

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირადი ცხოვრება საზოგადოების მუდმივი ინტერესის სფეროა. ისინი ერთმანეთს შვილების, მაშო ჩიჩუას და ანა მარგველაშვილის მეშვეობით დაუახლოვდნენ. გოგონები ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთმანეთთან ხშირად რჩებოდნენ და მაკას და გიორგის სასიყვარულო ურთიერთობაც სწორედ აქედან დაიწყო.

მანამდე მათ ცხოვრებაში სულ სხვა სიყვარული არსებობდა. გიორგი მარგველაშვილი ტასო ვირსალაძეზე იყო დაქორწინებული, მათ პატარა ასაკში შექმნეს ოჯახი. როდესაც ტასო ვირსალაძემ ანა მარგველაშვილი გააჩინა, 16 წლის იყო. გიორგი მარგველაშვილისა და ტასო ვირსალაძის ოჯახი მალე დაინგრა. ანა მარგველაშვილი ხან დედასთან იზრდებოდა და ხან - მამასთან. პრეზიდენტის ქალიშვილმა შვილს სახელი ანასტასია სწორედ დედის გამო შეურჩია.

რაც შეეხება მაკა ჩიჩუას - ის თბილისში, ერთ-ერთი გამორჩეული გოგონა იყო. მასაც ქალიშვილი ჰყავს. მაშო დედის გვარს ჩიჩუას ატარებს. მაკა ჩიჩუას ქალიშვილი დიმა დადიანისგან ჰყავს. რატომ ატარებს გოგონა დედის გვარს, უცნობია. დიმა დადიანი ცნობილი მუსიკოსია. მას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მაკა ჩიჩუას ფოტოები დღემდე უდევს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი