მთავრობა პენსიას აღარ გაზრდის?

მთავრობა პენსიას აღარ გაზრდის?

მომდევნო წლებში საქართველოში პენსიის გაზრდა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებებში თქმულა რამე და არც 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაშია აღნიშნული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რამდენადაც ქვეყანა დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვაზე გადასვლას იწყებს, გამორიცხული არ არის, რეფორმის გამოისობით სოციალური პენსიის გაზრდაზე მთავრობამ უარი თქვას. პენსიის თუნდაც 20 ლარით მომატებისთვის, წელიწადში 200 მილიონი ლარია საჭირო. ბიუჯეტს ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვს.

არჩევნებში გამარჯვებული პარტია პენსიის ზრდაზე დამაიმედებლად ვერ საუბრობს. მთავარი აქცენტი, როგორც ჩანს, საპენსიო რეფორმაზეა, რომლის შესახებაც "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მზადაა, რომ 2017 წლის მესამე კვარტალიდან ქვეყანაში აამოქმედოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზა უკვე შემუშავებულია. რაც შეეხება ამჟამინდელი სოციალური პენსიის გაზრდას, როგორც ხუნდაძე განმარტავს, "ეს პროცესი ეტაპობრივი და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან თანმხვედრი უნდა იყოს".

2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. თუკი გამართლდა, პენსიის მომატებისთვისაც გამოიძებნება რესურსი. ერთია ის, რომ მშპ-ს დასახული ნიშნულის მიღწევა ყოველთვის ჭირს და თანაც პენსიის მატებისთვის პოლიტიკური ნებაც საჭიროა, რაც დღესდღეობით არ იკვეთება.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის აზრით, არასწორი იქნება, თუკი საპენსიო რეფორმის გამო, სოციალური პენსიის ზრდაზე მთავრობა უარს იტყვის.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი