6 შვილის დედა, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ექთანი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

6 შვილის დედა, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ექთანი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

დედად გახდომის ბედნიერება თავად 6-ჯერ განიცადა, ყოველწლიურად კი დედობრივ სიყვარულს ასობით ბავშვს უზიარებს. 6 შვილის დედა შორენა ლაცაბიძე უკვე 17 წელია ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ექთანია. თითოეული პაციენტის მიმართ გამორჩეულად თბილი და გულისხმიერი ექთანი ახალბედა დედების დიდ ნდობას იმსახურებს, მრავალშვილიან და გამოცდილ დედას პაციენტები თვალდახუჭული ანდობენ საკუთარ პატარებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ბავშვის მოვლაში 6 შვილის დედა გეხმარება და საკუთარ გამოცდილებას უშურველად გიზიარებს.

შორენა უბედნიერესი დედა იყო მანამ, სანამ პატარა ლიზიკოს დიაგნოზს შეიტყობდა - 10 წლის გოგონას მძიმე და იშვიათი დაავადება აღმოაჩდა. ამ ყველაფერზე ქალბატონი შორენა თავად გვესაუბრება:

- 6 შვილის დედა ვარ, 17 წელია ვმუშაობ სამშობიარო სახლში, ვარ ექთანი. ყოველდღიურად ვუყურებ, როგორ ხდება ქალი უბედნიერესი დედა. ყოველდღე ვუყურებ და ვიზიარებ იმ დიდ სხიარულს, ახალი სიცოცხლის დაბადება რომ ჰქვია... როგორ უყურებენ დედები თავიანთ პატარას, ჯანმრთელს, ბედნიერს, სიცოცხლით სავსეს. მეც უბედნიერესი დედა ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ღმერთი კიდევ ერთხელ მაჩუქებს შვილის ჯანმრთელობით მონიჭებულ სიხარულს.

ჩემი 10 წლის ლიზიკოს ცოტა ხნის წინ იშვიათი დაავადება - არნოლდ-კიარის მალფორმაცია პირველი ხარისხი - დაუდგინდა. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ნეიროქირურგიული ოპერაცია საზღვარგარეთ. დრო არ ითმენს... ბავშვი იტანჯება თავის გაუსაძლისი ტკივილებით, პირღებინებით, კოორდინაციის დარღვევით. ვეღარ დადის სკოლაში, ძირითადად წევს, მაგრამ იმედი აქვს, რომ აუცილებლად გახდება ძალიან კარგი ბალერინა, ნამდვილი პრინცესა, რომელიც ყველას გააკვირვებს თავისი ცეკვით.ლიზიკო ტყუპისცალია, ძალიან მხიარული, ცელქი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც ბალერინობაზე ოცნებობს. სწავლობს მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში, მეხუთე კლასშია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც ისე დიდია, უკვე ნაფიქრი აქვს თავის მომავალზე, იცის, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი