ხვალ თბილისში ითოვებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

ხვალ თბილისში ითოვებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

22-23 ნოემბერს თბილისში შესაძლოა თოვლი მოვიდეს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 0;+1 იქნება. 24 ნოემბრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი და შესაბამისად, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს.

იხილეთ ვიდეო| სინოპტიკოსთა დეტალური ამინდის პროგნოზი მომდევნო 2 დღისთვის

წუხელ ღამით კახეთში თოვდა. დედოფლისწყაროს რაიონში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -2 გრადუსი დაფიქსირდა. 23 ნოემბრის ჩათვლით კახეთში თოვლია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 21-23 ნოემბერს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; -1;+4; იქნება.

დასავლეთ საქართველოში კი 23 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. კვლავ იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 30 მეტრი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

23 ნოემბრის ჩათვლით მაღალმთაში ღამით -14 გრადუსამდე დაფიქსირდება; მთაში - -6 გრადუსამდე. 24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, მცირედით დათბება, თუმცა ღამით ყინვები შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი