სად მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი

სად მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი

წმინდა გიორგის საფლავი მდებარეობს წმინდა მიწაზე, წამების შემდეგ იგი დაკრძალულია ქალაქ ლოდში (ისრაელი, თელ-ავივიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით). მეოთხე საუკუნეში საფლავზე ბიზანტიური ტაძარი აიგო, მაგრამ მეშვიდე საუკუნეში, სპარსების შემოსევის შემდეგ, ეს ტაძარი დაინგრა.

მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიური ეკლესიის ნარჩენებზე აშენდა ახალი ტაძარი ჯვაროსნების მიერ, მაგრამ ეს ტაძარიც ასევე მეცამეტე საუკუნეში დაინგრა ბოლომდე და მის ადგილზე ააშენეს მეჩეთი, რომელიც დღესდღეობითაც ითვლება მთავარ მეჩეთად ლოდში.

მიუხედავად ამისა, 1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე. ამ ეკლესიაში მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი.

წყარო: karibche.ge

კახეთი კვლავ "მწვანე ზონაა" - საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არც სიღრმისეული კვლევებით დაუდასტურდა

"ყველაფერზე პრეტენზიული ნუ ვიქნებით, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია" - ცერცვაძე

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე