გარიგებული მატჩები საქართველოში - დაჯარიმებული კლუბები და ფედერაციის სტრატეგია

გარიგებული მატჩები საქართველოში - დაჯარიმებული კლუბები და ფედერაციის სტრატეგია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარიგებული თამაშების გამო რამდენიმე კლუბი მკაცრად დასაჯა: ზოგიერთი ჩემპიონატიდან მოკვეთა, ზოგსაც ფულადი ჯარიმა დააკისრა. გარდა კლუბებისა, მკაცრად დაისაჯნენ ფეხბურთელები და მწვრთნელებიც, რომლებსაც ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალათ.

1 წლის განმავლობაში, სფფ-მ გათამაშებიდან მოხსნა ხონის "იმერეთი", ქედის "ბეთლემი" (+50 000-ლარიანი ჯარიმა) და "ჩხერიმელა" (+10 000-ლარიანი ჯარიმა). ფინანსურად დაჯარიმდნენ მარტვილის "მერანი" და "რუსთავი" - ორივე გუნდს 10 000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ და დააკლდათ 6-6 ქულა. სამუდამო დისკვალიფიკაცია კი ხონის "იმერეთის" მენეჯერმა სოსო ჩაკვეტაძემ, "ბეთლემის" ფეხბურთელებმა ლევან ბეთქაშევმა, კარენ მაკარიანმა, თეიმურაზ ხარებავამ, არჩილ ბაჯელიძემ და მწვრთნელ-ასისტენტმა, რომან ქობულაძემ მიიღეს.

შპორტალლ.გე შეეცადა გაერკვია, როდის ჩნდება ეჭვი კონკრეტულ თამაშზე, როგორ ხდება გარიგების ფაქტის ამოცნობა და როგორ განისაზღვრება სასჯელი. ინფორმაცია სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებიდან გამოვითხოვეთ.

როგორ ხდება გარიგებული მატჩის ამოცნობა

ამ მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა ეხმარება. თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, თბილისში ამაზე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც განაცხადა.

"პირველ რიგში, საჭიროა ფეხბურთის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა და გარიგებულ თამაშებთან ბრძოლა", - თქვა მაშინ ჩეფერინმა.

შევიტყვეთ, რომ უეფას ჰყავს პარტნიორი ორგანიზაცია - ბრიტანული "სპორტ რადარი", რომელიც მას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშებს უგზავნის, სადაც დაფიქსირებულია, თუ რაზე გაკეთდა საეჭვო ფსონი, როდის გაკეთდა და რამდენად ლოგიკური იყო ეს იმ კონკრეტული მატჩისთვის, რის შემდეგაც უეფა ამ ინფორმაციას ფედერაციას უგზავნის  განაგრძეთ კითხვა sportall.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი