ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს გამოკითხულთა 42% მიმზიდველად აფასებს - BTU-ს ახალი კვლევის შედეგი

ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს გამოკითხულთა 42% მიმზიდველად აფასებს - BTU-ს ახალი კვლევის შედეგი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კვლევის ციფრული ინოვაციური 24/7 -ის ახალი მოდელის საშუალებით ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გამოიკვლიეს. კვლევაში მონაწილეობა 500 რესპოდენტმა მიიღო და თბილისის მაშტაბით ჩატარდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევის ციფრული მოდელის 24/7-ის ოფიციალური პარტნიორია HP.

ჩატარებული ელექტრონული კვლევის საშუალებით გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 42% ქვეყანში არსებულ ბიზნესგარემოს მიმზიდველად მიიჩნევს, საკმაოდ მიმზიდველად - 26%, მეტნაკლებად მიმზიდველად- 20%, ხოლო ნაკლებად მიმზიდველად - 12%.

კითხვაზე გეგმავენ თუ არა ბიზნესის გაფართოვებას, გამოკითხულთა 44%-ი დადებითად პასუხობს, 29% - არ აპირებს ბიზნესის გაფართოვებას, ხოლო 27%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

რაც შეეხება ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებს - გამოკითხულთა 34%- ს ბიზნესის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად ფინანსების ხელმისაწვდომობა მიაჩნია,28% -ს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, 18% -ს მაღალი კომუნალური გადასახადები, 9%-ს კანონმდებლობა, ხოლო გამოკითხულთა 6%-ს მარალი გადასახადები.

შეგახსენებთ, რომ კვლევის სრულიად ახალი ციფრული მოდელი "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაინერგა. აღნიშნული მოდელით დაინტერესდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია HP-ი, რომელიც ამ პროექტის ოფიციალური პარტნიორი გახდა.