ბახვა კვირიკაშვილი - "აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს

ბახვა კვირიკაშვილი - "აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს

"აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს და მნიშვნელოვანია, რეაგირება დროულად მოახდინონ როგორც უნივერსიტეტმა, ასევე შესაბამისმა უწყებებმა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია რიგი პროვოკაციები, რის გამოც, სტუდენტებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ "აუდიტორია 115"-ს. ბახვა კვირიკაშვილის განცხადებითვე, არ არის გამორიცხული, რომ აუდიტორიის წევრებმა ხვალ თსუ-ის პირველი კორპუსის დაკავება სცადონ.

"ამ ადამიანების ქმედება უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტმა და შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ დროული რეაგირება. "აუდიტორია 115" აფერხებს უნივერსიტეტის მუშაობას. ასევე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ჩატარდეს არჩევნები. ეს არ არის ვანდალიზმის პირველი ქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, აქამდე მას რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ, თვითმმართველობის წარმომადგენლები არ ვაპირებთ არანაირი აქციის გამართვას და მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. გამომდინარე განვითარებული მოვლენებიდან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანები ხვალ თსუ-ის პირველ კორპუსში შეჭრასაც შეეცდებიან და მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების ამოქმედება", - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტები რამდენიმე წუთის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში შეიჭრნენ და კორპუსის კარები შიგნიდან აჭედეს. ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი