"ის არ არის რაგბის ფანი, მაგრამ იცის, რა მოაქვს რაგბის ხალხისთვის" - მილტონ ჰეიგი ბიძინა ივანიშვილზე

"ის არ არის რაგბის ფანი, მაგრამ იცის, რა მოაქვს რაგბის ხალხისთვის" - მილტონ ჰეიგი ბიძინა ივანიშვილზე

BBC-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა 26 ნოემბერს გასამართ მატჩს "ბორჯღალოსნებსა" და შოტლანდიის ნაკრებს შორის, რომელიც 18:20-ზე კილმარნოკის "რაგბი პარკზე" გაიმართება.

ვრცელ სტატიაში საუბარია საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც ქართული რაგბის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლადაა მოხსენიებული.

"ქართულ რაგბის დიდი მეოხი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით. "ფორბსი" ივანიშვილის ქონებას 4,8 მილიარდი დოლარით აფასებს. ეს კი მილიარდით მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება და სულ ოდნავ ნაკლები, ვიდრე რიჩარდ ბრენსონის (ბრიტანელი მაგნატი) ქონება - 4,9 მილიარდი დოლარი.

ხუთი წელი, რაც მილტონ ჰეიგი ნაკრების თავკაცია, ის არასოდეს შეხვედრია ამ კაცს, მაგრამ ყველგან მისი დახმარების ხელს გრძნობს" - ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.

"როცა პირველად ვნახე ჩვენი ბაზა, მივხვდი, რომ ასეთი ზელანდიელებსაც კი არ აქვთ. ნაკრებს საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო აქვს, საცურაო აუზით, სამზარეულოთი, დარბაზით, ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნით, ერთი ბუნებრივით, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

ეს დიდებულია და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება. ახლახან დასრულდა დარბაზი, სადაც ჩვენ დავხვეწთ კონტაქტურ ვარჯიშებს. მსოფლიოს თასის წინ ვინატრე, რომ ასეთი დარბაზი დიდად დაგვეხმარებოდა და საკითხი 10 წუთში გადაწყდა დადებითად. როცა ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ეს უკვე წარმატების საწინდარია.

ის არ არის რაგბის ფანი, მაგრამ კარგად იცის, რა მოაქვს რაგბის ხალხისთვის. ამიტომაც ის ანვითარებს რაგბის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ნაკრების ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს. თუკი მოგვეცემა შანსი, მივუსხდეთ ექვსი ერის მაგიდას, ქართული რაგბის წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშლება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ყოველთვის გვერდში დაუდგება ქართულ რაგბის" - ამბობს ჰეიგი BBC-ისთან ინტერვიუში  წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად sportall.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ