"ვაზის ლერწით" "ეკლების" პირისპირ - ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მივდივართ!

"ვაზის ლერწით" "ეკლების" პირისპირ - ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მივდივართ!

2010 წელი იყო, 6 ივნისი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის "ა" ნაკრებს ხვდებოდა. თამაში ბუქარესტში იყო. მახსოვს, სურამის ერთადერთ ინტერნეტ კაფეში, ერთადერთ თავისუფალ კომპიუტერს ვუჯექი და ვუყურებდი, ყურსასმენები მეკეთა და გარშემო რა ხდებოდა არც მესმოდა და სიმართლე რომ ვთქვა, არც მაინტერესებდა. თავიდან 0-13 ვაგებდით, მერე ორი ჯარიმა გავიტანეთ და პირველი ნახევარი ასეც დასრულდა. მატჩის წინ ყველა მიიჩნევდა რომ წავაგებდით და მიმდინარე ანგარიში წესით ჩვენთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, დაახლოებით 45-ე წუთზე, სამხარძემ სუთიაშვილს მიაწოდა პასი, რომელმაც ფანტასტიურად გაჭრა მეტოქის ხაზი და დაახლოებით 30 მეტრი შეუჩერებლად ირბინა, ზედ კარის ძელთან შებოჭეს, თუმცა ლელოს დადება მაინც მოახერხა. იმხელა ხმაზე ვიყვირე, ეჭვი მაქვს, რუმინეთში მყოფი "ბორჯღალოსნებიც" გაიგებდნენ, მე კი არასოდეს დამავიწყდება, ინტერნეტ კაფეში შეკრებილ ხალხის სახე, რომლებიც როგორც გიჟს ისე მიყურებდნენ, თუმცა მერე თვითონაც ჩაერთვნენ თამაშის მსვლელობაში და ბოლოს, ერთად ვიზეიმეთ გამარჯვება.

მერე იყო 2011 წლის მსოფლიოს თასი, ზელანდიაში, სადაც პირველივე მეტოქე სწორედ შოტლანდია იყო. ულელოო მატჩი 6-15 წავაგეთ. მაშინ ყველა აღნიშნავდა ქართველთა დაცვას, რომელმაც მცირედი შანსიც არ მისცა მეტოქეს, მეტიც, მთელი თამაში ლელოს დადების რეალური მომენტიც კი არ ჰქონიათ. ცოტა მეტი იღბალი და სითამამე რომ გვქონოდა ვინ იცის, ეგებ სასწაულიც მოგვეხდინა.

შაბათს ისევ შოტლანდიაა, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე 2011 წელს, მაგრამ ჩვენც ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით, ამიტომ ელოდება, რაგბის ყველა მოყვარული შეუპოვარ ბრძოლას.

ორი კვირის წინ ჩვენმა ნაკრებმა იაპონიასთან, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ითამაშა, მაგრამ წინა შაბათს სამოას ნაკრებთან დაამტკიცეს, რომ იაპონიასთან წაგება შემთხვევითობა იყო, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. ახლა მთავარი ბრძოლა შაბათსაა. ამ თამაშს, გამადიდებელი შუშით უყურებენ მსოფლიო რაგბის მამები, რადგან მათაც აინტერესებთ, რეალურად რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები. მიუხედავად, მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატებისა, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში ოკეანეთის ტურნე დაუმარცხებლად დავასრულეთ, მაინც ბევრი რამე გვაქვს დასამტკიცებელი, განსაკუთრებით იმ გუნდებთან ვისთან ყოველწლიური თამაში ჯერ კიდევ ოცნებად გვაქვს. დარწმუნებული ვარ ეს ოცნება ახდება და საქართველო ექვსი ერის წევრი გახდება, ამის თქმის საფუძველს ის თაობა მაძლევს რომელიც ეროვნულ ნაკრებს ფეხდაფეხ მოყვება და გამარჯვებას-გამარჯვებაზე ჭედს.

შოტლანდიის ნაკრების სიმბოლო და ზედმეტსახელი ნაციონალური ყვავილი ნარშავია. ლეგენდის თანახმად, ეს ეკლიანი ყვავილი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ვიკინგთა მუდმივი თავდასხმების დროს, რადგან როდესაც ისინი შიშველ ფეხს ამ ყვავილს აბიჯებდნენ, ტკივილისგან იმდენად ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ დამცველ ციხიონს აღვიძებდნენ და თავდამსხმელებს ჩუმად მიპარვის საშუალება ესპობოდათ. შაბათს მათთვის ჩვენი ლელო იქნება ნარშავი და სწორედ ისე ეტკინებათ ყოველი ქულა, როგორც ადრე ვიკინგებს სტკიოდათ.

შაბათს დიდი რაგბია, რომელიც შედეგის მიუხედავად, მომავალი დიდი გამარჯვევების საწინდარი გახდება.

#რაგბიჩვენითამაშია

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი