კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:37 / 26-11-2016
საზოგადოება "დიდი გამყინვარების" მოლოდინში – როგორი ზამთარი გვექნება რეალურად
"ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი

ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება," - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უცხოურ სააგენტოებზე დაყრდნობით, ჩვენმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს.

ამასთან, საქართველოშიც ადრე აცივდა, - ნოემბრისთვის უჩვეულოდ ცივა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში დედაქალაქში -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

დეტალებში გასარკვევად, თუ რეალურად როგორი ზამთარი გველის, გავესაუბრეთ რამაზ ჭითანავას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს: 

"რაიმე ანომალურ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ანუ რაღაც განსაკუთრებულ ზამთართან, სხვა დროს რომ არ ყოფილა და ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის... ახლანდელი აცივება ციმბირის ანტიციკლონმა გამოიწვია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აღმოსავლეთის მიმართულებიდან დაიწყო და აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად აცივდა. შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ტემპერატურათა სხვაობა გაჩნდა, რამაც დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი წარმოქმნა, რაც გრიგალის სახით გამოიხატა (32 მ/წმ ეს ქარის საკმაოდ მაღალი სიჩქარეა). თან, ხანგრძლივი იყო და გარკვეული ზარალიც გამოიწვია. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გამოდარებაა მოსალოდნელი, ნალექს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ველოდებით," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა წელს  რეალურად უმკაცრესი ზამთარი, ასე პასუხობს: "ამისთვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი ქვეყანა ვართ, გვაქვს ურთიერთობა მსოფლიოს ამინდის პროგნოზის მოწინავე ცენტრებთან, საიდანაც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ წელს ანომალური ზამთარია მოსალოდნელი.

ამინდის გრძელვადიან პროგნოზებთან დაკავშირებით სწორედ ახლა იტალიაში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიება ტარდება, სადაც ჩვენი წარმომადგენელი, გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე იმყოფება. მისი ინფორმაციით, დედამიწის მასშტაბით რა გრძელვადიანი პროგნოზიც გაკეთდა, იქიდან გამომდინარე, დეკემბერში, ჩვენს ტერიტორიაზე და საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში ნორმაზე თბილ ზამთარს ელოდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბერი იქნება შედარებით თბილი. თუმცა შემდეგი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს," - ამბობს ბატონი რამაზი.

- აბა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბოლო ასწლეულის განმავლობაში წელს ყველაზე ცივი ზამთრის შესახებ რის საფუძველზე დაანონსდა?

- არსებობს ატმოსფეროს ცირკულაციის გამოთვლის სხვადასხვა მოდელი, რომელსაც მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფები ითვლიან. რის საფუძველზეც, გარკვეულ შედეგებს იღებენ. თუ გახსოვთ, სწორედ მაგ გათვლებით იყო დაანონსებული, რომ წლევანდელი ზაფხული ანომალურად ცხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი მსგავსი მომხდარა. საქართველოში ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო და საერთოდ, რაც უფრო გრძელვადიანია პროგნოზი, მით არასწორია. ეს გინდაც ამერიკაში იყოს გაკეთებული და გინდაც, იაპონიაში, გამართლების დაბალი პროცენტი არსებობს. მით უფრო, რომ სინოპტიკური პროგნოზის დეპარტამენტები უმკაცრეს ზამთარზე არაფერს ამბობენ.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
14:47 / 28-11-2016
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება . უარესი ზამთარიც გვინახია. ყინვით და მუხლამდე თოვლით. ბოლო რამდენიმე წელია გაიძახიან , ერთი და იგივეს . ყველაზე ცხელი ზაფხული და ყველაზე ცივი ზამთარიო. ეს უბრალოდ ციკლია რომელიც ბუნებაში ხდება.
ღმერთმა დაგვიფაროს,, დიდი გამყინვარებისგან,,.
მირაბელა
02:42 / 28-11-2016
ა ძმაო კაცი, ძლივს რაღაცა გამიხარდა და ცუდი არ გავიგე:))))
mamuka
მსგავსი სიახლეები
"ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს"
ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი ქარი
ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისა
"იქაური კერძები საოცრად მდიდარი სუნელების და საკმაზების გემოთია გაჟღენთილი"
თბილისში დღეს ღამით იწვიმებს, ხვალ დღის ბოლოს ასევე წვიმაა მოსალოდნელი
"ღმერთმა ქალებს წვერი იმიტომ არ მისცა, რომ მოპარსვის დროს ისინი არ დაჩუმდებოდნენ და მოპარსვა შეუძლებელი იქნებოდა"
"ყველამ იცის რაიონში, რომ ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ"
"რა მოხდა ასეთი? რა დააშავა ასეთი კორესპონდენტმა, რომ მისი არსებობა საშიშროების ქვეშ მოექცა"
"საქართველოში ნატოსთან დაკავშირებით დამოკიდებულება დაბალანსებულია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:14 / 29-03-2017  Image რატომ დააკავეს ცნობილი იუმორისტის დათო როსტომაშვილის ვაჟი
გიორგი როსტომაშვილთან ერთად დაკავებულია სახალხო მკურნალის, ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილი ნიკა მჭედლიანი
19:02 / 29-03-2017  Image პოპულარული მომღერალი "იქს ფაქტორში", რომლის გამოჩენამ ქასტინგზე მენტორები გაამხიარულა
რატომ გადაწყვიტა პოპულარულმა მომღერალმა "იქს ფაქტორში" მისვლა, თავად მისგან შეიტყობთ
12:48 / 29-03-2017  Image ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"
"რისი სიმსივნეა, არ ვიცი, მაგრამ ლიმფურ ჯირკვლებშია გასული"
11:49 / 29-03-2017  Image 4 პრემიერ-მინისტრის გახმაურებული მკვლელობა, რომელთა კვალიც მათ ოპონენტებამდე მიდის
პოლიტიკური მკვლელობები თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია
15:49 / 18-01-2014  Image არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია
მავნებელი პროდუქტების სია ასე გამოიყურება
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49