დღეს შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

დღეს შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

დღეს, 28 ნოემბერს მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო. შესაბამისად, დღეს მორწმუნეებისთვის შობის მარხვის აღებაა. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ.

25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.

ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე): "ეკლესია ითვალისწინებს მარხვის დროს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. არ შეიძლება ყველა ადამიანმა ერთნაირად იმარხულოს. მარხვა უმსუბუქდებათ: მოხუცებს, ავადმყოფებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მთლიანად გამოეთიშონ მარხვას. მთავარი არის სულიერი მარხვა და აღკვეთა საკუთარი მანკიერი ჩვევებისა, რასაც საკვების მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვეცადოთ ვიცხოვროთ უფლის მცნებებითა და მარხვის პერიოდში მაინც შევძლოთ ჩვენი სული გავხადოთ ბატონი ჩვენივე ხორცისა, რათა არ გამოგვივიდეს მარტო ხორცით მარხვა. შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო. ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გონება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი