კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:18 / 28-11-2016
"ათიათასობით თვითდასაქმებული უმუშევარი დარჩება" - ვის ინტერესებშია ტაქსების ბაზრის რეგულირება
რუსულ პრესაში გავრცელდა "ტრანსსოფტის" პრეზიდენტის როდიონ ოტლეტოვის განცხადება, რომ საერთაშორისო აპლიკაციის, ე.წ. "იუბერის" გამოყენებით, საქართველოში საავტომობილო გადაყვანის მომსახურების დანერგვას გეგმავს. ეს სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კლიენტთან ყველაზე ახლოს მყოფ მძღოლს გზავნის. აპლიკაციის გამოყენებით საქართველოში უკვე ოპერირებს რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი". ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ექსპერტების შეფასებით, რუსული კომპანიები საქართველოს ტაქსების მომსახურების სფეროს მონოპოლიზებას გეგმავენ.

ვასო ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: "ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, უხეში გათვლებით, მხოლოდ თბილისში 40 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. ეს მილიონობით ლარის შემოსავალია,
რომელიც ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება და არც იბეგრება. თბილისის მერიამ დაიწყო ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა, სამოქმედო დოკუმენტში, სავარაუდოდ, მოიყვანენ სტატისტიკასა და კვლევების შედეგებს, თუმცა საჯაროდ ამ ცნობებს არ ახმაურებენ. ჩვენი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგრამ ჩვენ მათ შორის არ ვართ, ალბათ, მიიჩნიეს, რომ უჩვენოდ უფრო კომფორტულად იგრძნობდნენ თავს. ჩვენი ამოცანაა სატრანსპორტო დარგისა და სფეროს განვითარება, ოღონდ მოსახლეობის, მომხმარებლისა და სფეროში დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით.

ზუსტად შემიძლია გითხ­რათ, რომ გუნდს, რომელიც დღეს თბილისის მერიას მართავს, ქალაქში ტრანსპორტის სისტემის განვითარების არც კომპეტენცია გააჩნია, არც შესაძლებლობა.  განაგრძეთ კითხვა
13:19 / 09-02-2017
მამო
0
ტაქსების თემა რომ დაგვიანებულია და დროზე უნდა მოწესრიგება ეს უდაოა, მაგრამ მთავარია სწორი რეგულაციები და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა ამის მოსაწესრიგებლად, ჩემის აზრით პირველია ტექ. დათვალიერების სადგურების მოწყობა ამის შემდეგ ლიცენზიის გაცემა ტაქსით მომსახურების უფლებაზე თუნდაც ინდივიდუალურად ერთ პიროვნებაზე, ოღონდ ტექ. დათვალიერების გარეშე არ გაიცეს, ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს რამდენი ერთეული მანქანაა საჭირო თბილისის მგზავრების დასაკმაყოფილებლად და იმაზე მეტი ლიცენზია არ გაიცეს, შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ბაზა ანუ დარეკვა ხდებოდეს ერთ ტელეფონის ნომერზე და ამ ნომრიდან მოხდეს რიგითობის მიხედვით გადამისამართება სხვადასხვა კერძო ტაქსოპარკებზე თორე არის შემთხვევები რეკავ ერთთან გალოდინებს მერე მოგიბოდიშებენ და გიწევს სხვასთან დარეკვა, ამ შემთხვევაში რეკავ ერთ ნომერზე და რომელ ტაქსოპარკსაც ყავს თავისუფალი მანქანა ის გიგზავნის, ესაა მინიმალური რაც მეტ ნაკლებად მოაწესრიგებს ამ სფეროს
14:17 / 29-11-2016
ცვლილებების დროა
0
რუსული კომპანიაა ^იანდექს-ტაქსი^ ( თუ დასახელება არ მეშლება) მაგრამ ქართველები მუშაობენ. მომსახურებაც ნორმალური აქვთ და ფასებიც! რა მნიშვნელობა აქვს ვისი კომპანიაა თუ ჩვენი მოქალაქეები დასაქმდებიან და მომსახურებაც მისაღები იქნება.აბა ის მოგწონთ როგორც ჩვენი კერძო ტაქსები ქალაქში მოძრაობენ? აღარ ვიტყვი სხვა დანარჩენ მიზეზებს(ისედაც მრავლად არის ჩამოთვლილი) ამ მიმართულებით რო ქალაქში ქაოსია და ტელევიზიიდან დელისის მეტრომდე გასვლას რომ ერთ საათს ვანდომებთ ეს საკამათოა? შუქნიშანთან რომ გაჩერდებით ერთხელ დააკვირდით რვა მანქანიდან შვიდი ტაქსია. და ამ შვიდიდან ექვსი ცარიელია. თუ ეს საკითხი როდისმე დარეგულირდება მერე ყველას გაგვიხარდება უსაცობო თბილისში სიარული
მსგავსი სიახლეები
როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ ფული მგზავრობებზე
ტაქსის გამოძახების სერვისის მქონე კომპანიები ამბობენ, რომ იძულებულები გახდნენ, ამგვარად მოქცეულიყვნენ
+VIDEO| განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა
როდის დასრულდება გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს?!
ელექტროძრავიანი ტაქსებისთვის პარკირება უფასო იქნება
მანქანაში ჩაეძინა, დილით კი გარდაცვლილი იყო
სამუშაო ჯგუფი ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს
"ჯერ მინიციპალური ტრანსპორტი უნდა განავითარონ და მერე გადავიდნენ ტაქსების რეგულირებაზე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:23 / 20-10-2017  Image 2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია
11:38 / 20-10-2017  Image ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა
"ქანდაკებასავით გავშეშდი, ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა"
21:25 / 19-10-2017  Image ინციდენტი ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე - თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა
+PHOTO "არტ გალერეა ვაკეში" ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49