"ათიათასობით თვითდასაქმებული უმუშევარი დარჩება" - ვის ინტერესებშია ტაქსების ბაზრის რეგულირება

"ათიათასობით თვითდასაქმებული უმუშევარი დარჩება" - ვის ინტერესებშია ტაქსების ბაზრის რეგულირება

რუსულ პრესაში გავრცელდა "ტრანსსოფტის" პრეზიდენტის როდიონ ოტლეტოვის განცხადება, რომ საერთაშორისო აპლიკაციის, ე.წ. "იუბერის" გამოყენებით, საქართველოში საავტომობილო გადაყვანის მომსახურების დანერგვას გეგმავს. ეს სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კლიენტთან ყველაზე ახლოს მყოფ მძღოლს გზავნის. აპლიკაციის გამოყენებით საქართველოში უკვე ოპერირებს რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი". ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ექსპერტების შეფასებით, რუსული კომპანიები საქართველოს ტაქსების მომსახურების სფეროს მონოპოლიზებას გეგმავენ.

ვასო ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: "ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, უხეში გათვლებით, მხოლოდ თბილისში 40 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. ეს მილიონობით ლარის შემოსავალია, რომელიც ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება და არც იბეგრება. თბილისის მერიამ დაიწყო ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა, სამოქმედო დოკუმენტში, სავარაუდოდ, მოიყვანენ სტატისტიკასა და კვლევების შედეგებს, თუმცა საჯაროდ ამ ცნობებს არ ახმაურებენ. ჩვენი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგრამ ჩვენ მათ შორის არ ვართ, ალბათ, მიიჩნიეს, რომ უჩვენოდ უფრო კომფორტულად იგრძნობდნენ თავს. ჩვენი ამოცანაა სატრანსპორტო დარგისა და სფეროს განვითარება, ოღონდ მოსახლეობის, მომხმარებლისა და სფეროში დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით.

ზუსტად შემიძლია გითხ­რათ, რომ გუნდს, რომელიც დღეს თბილისის მერიას მართავს, ქალაქში ტრანსპორტის სისტემის განვითარების არც კომპეტენცია გააჩნია, არც შესაძლებლობა.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი