"აუდიტორია 115" თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას 5 დეკემბრამდე არ შეწყვეტს

"აუდიტორია 115" თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას 5 დეკემბრამდე არ შეწყვეტს

მოძრაობა "აუდიტორია 115" თსუ-ის მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განუცხადა, პიკეტირების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

"გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ და ვრჩებით მეექვსე კორპუსში. როგორც მინიმუმ 5 დეკემბრამდე ვაპირებთ აღნიშნულ კორპუსში დარჩენას და დაველოდებით შეხვედრას, რომელიც ჩანიშნულია პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დღეს, დაახლოებიოთ 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც გადაწყდა, რომ აღნიშნული კომიტეტი გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივებს წარუდგენენ. მოძრაობის წევრებს თსუ-ის მეექვსე კორპუსი უკვე ექვსი დღეა პიკეტირებული აქვთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი