ამერიკიდან ჩამოყვანილი ყოველი 10 მანქანიდან 4-5 უკრაინის ბაზარზე მიდის - რა სიახლეებია რეექსპორტის მიმართულებით

ამერიკიდან ჩამოყვანილი ყოველი 10 მანქანიდან 4-5 უკრაინის ბაზარზე მიდის - რა სიახლეებია რეექსპორტის მიმართულებით

საავტომობილო ბიზნესში რეექსპორტის მიმართულებით სიახლეებია. ტრადიციული ბაზრები თითქმის დაკარგულია, მაგრამ ახალი მიმართულება გამოიკვეთა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ სულ ახლახან, რეექსპორტის მცირე შესაძლებლობა გაჩნდა უკრაინაში. როგორც იმპორტიორები ამბობენ, ამ საქმიანობით მხოლოდ მცირე სეგმენტია დაკავებული, თანაც ინტერესი მხოლოდ კონკრეტული მარკის მიმართაა. ასეთი ავტომობილია "პასატი". უკრაინელები რატომღაც სწორედ ამ მოდელით ინტერესდებიან. ამერიკიდან ჩამოყვანილი ყოველი 10 მანქანიდან 4-5 უკრაინის ბაზარზე მიდის.

საბოლოო ჯამში, ექსპერტებიც და იმპორტიორებიც თანხმდებიან, რომ უკრაინის ბაზარზე ავტომობილების გაყვანას დიდი პერსპექტივა არ აქვს და როგორც კი რეგულაციები გამკაცრდება, შესაძლოა, რეექსპორტიც შეწყდეს.

საავტომობილო ბაზრის სპეციალისტი დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ 2017 წლიდან ავტომობილის რეექსპორტიც, იმპორტიც და რეალიზაციაც შემცირდება, რადგან ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება უკრაინის ბაზარს, ინტერესი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციის სიმარტივეს უკავშირდება. მისი ვარაუდით, როგორც კი მძღოლებს ადმინისტრაციული შეზღუდვა დაუწესდებათ, ქართული ბაზრის მიმართ ინტერესს დაკარგავენ.

"უკრაინაში მანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით ნამდვილად მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ პროცესს დიდი მომავალი, ალბათ, მაინც არ აქვს. ჩემი აზრით, ვერ მივაღწევთ განსაკუთრებულ შედეგს, რადგან კანონმდებლობის დონეზე მიდგომა აუცილებლად შეიცვლება და ამის შემდეგ საქართველოში მანქანის შეძენა უკრაინელებს აღარ მოუნდებათ. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი