ექიმის ონლაინ კონსულტაცია - უნიკალური შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე

ექიმის ონლაინ კონსულტაცია - უნიკალური შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე

"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა. შედეგად კი მომხმარებელს უნიკალური მომსახურების მიღების საშუალებაც მიეცა.

სერვისი, რომელიც თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პროფესიონალი ექიმის პასუხს მაქსიმუმ სამ საათში მოგაწვდით, უნიკალურია ქართულ ბაზარზე. სერვისის ღირებულება 5 ლარია. კითხვასთან ერთად კი ფოტოების დამატებაც შესაძლებელია.

"როგორც წესი, საიტის მომხმარებელი კითხვაზე პასუხს 10 დღის განმავლობაში იღებს. ახალი სერვისით კი კვალიფიციური პასუხის მიღება მხოლოდ სამ საათშია შესაძლებელი. ამ სიახლით მომხმარებლებს არა მხოლოდ სწრაფ პასუხს ვთავაზობთ, არამედ საშუალებას ვაძლევთ ვიზუალურად წარმოუჩინონ ექიმს თავიანთი პრობლემა ფოტოს საშუალებით. "მკურნალზე" პასუხის მიღება ყველა პროფილის სამედიცინო კითხვაზეა შესაძლებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებელს კითხვის კონფიდენციალურად დასმის საშუალება მივცეთ. სურვილის შემთხვევაში, ის სხვა კითხვების მსგავსად ვებ-გვერდზე არ გამოჩნდება. სერვისით სარგებლობა ნებისმიერი სქესის, ასაკისა თუ ინტერესების მქონე მომხმარებლისათვის ერთნაირად მარტივია," - განმარტავს "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი ანი სირბილაძე.

საიტზე ავტორიზაცია შესაძლებელია Facebook-ის ანგარიშითაც. გადახდა კი მარტივად, ელექტრონულად ბარათის მეშვეობით ხდება. პასუხის გაცემისთანავე, მომხმარებელს მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მისდის.

ექიმის ონლაინ მომსახურების სერვისი ერთი თვის წინ გააქტიურდა და როგორც "მკურნალის" მთავარი რედქტორი თამარ მამაცაშვილი აღნიშნავს, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან და უცხოეთიდანაც კი. "მაღალია საზოგადოების აქტიურობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყავს. მათი რაოდენობა სტაბილურად მზარდია და იგივე ტემპის შენარჩუნებას ვვარაუდობთ" - ამბობს მამაცაშვილი.

ახალი სერვისის დამატება "მკურნალის" რებრენდინგის ფარგლებში მოხდა. დიზაინის ცვლილებასთან ერთად, საიტს სხვა მრავალი სიახლე დაემატა. ამჟამად "მკურნალის" გუნდი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი