"ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ "დაჩმორებული" ქმრები..." - ისარგებლებდნენ თუ არა ცნობილი ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით

"ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ "დაჩმორებული" ქმრები..." - ისარგებლებდნენ თუ არა ცნობილი ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით

XXI საუკუნემ ადამიანის აზროვნებაში ბევრი რამ შეცვალა. თუ ადრე ბავშვის აღზრდა და მოვლა მხოლოდ ქალის მოვალეობა იყო, დღეს ეს მოვალეობა მამაკაცებმაც იტვირთეს. უფრო მეტიც, ქმარს ისევე შეუძლია ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, როგორც ცოლს, ეს უფლება კანონით არის უზრუნველყოფილი. დეკრეტული შვებულება მამაკაცისთვის ისევე ანაზღაურებადია, როგორც ქალისთვის და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები და სულ სხვადასხვა ასაკის, სტატუსისა და შეხედულებების მქონე ქართველ მამაკაცებს ჟურნალი "გზა" ესაუბრა:

გიორგი ყიფშიძე, მსახიობი:

- თუ ქმარი თავის მეუღლეს შვილების მოვლაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს, ამაში ცუდი არაფერია. როდესაც ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს, ის უფრო სრულყოფილ და კარგ ადამიანად ყალიბდება. მით უმეტეს, რომ შვილთან ყოფნა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ქალსაც ესაჭიროება და მამაკაცსაც. ასე რომ, ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩვილ ბავშვს მამა თუ მოუვლის და გაზრდის.

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:

- უნდა ისარგებლოს თუ არა ქმარმა დეკრეტული შვებულებით? _ ეს ზოგადად არ არის ცუდი აზრი, მაგრამ მოდით დეკრეტულ შვებულებას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს სიტყვა მაინც ქალთან არის ასოცირებული. ამ ნაბიჯის გადადგმა მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ოჯახისთვის, მისი ბიუჯეტისთვის. შეიძლება ცოლი ავად იყოს, ან სხვა პრობლემა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა მამამ იკისროს შვილის მოვლა, მაგრამ როდესაც ქმარი სამსახურიდან მისავათებული მოდის და არაფრის თავი აღარა აქვს, იმას შვილის მოსავლელად აღარ სცალია. ამიტომ, დღეს ამ მხრივ მამის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი. მე ვფიქრობ, დედა ბავშვის აღზრდაში უმთავრესია და თუ ოჯახში კაცი ვერ კაცობს, ის ოჯახი ოჯახიც არ არის. სულაც არ მომწონს, რომ ბრმად მივიღოთ ყველაფერი ევროპული ცხოვრების სტილიდან. ჩვენ უნდა გვქონდეს ქართული ოჯახები, მაგრამ გადმოვიღოთ ის, რაც უცხოეთში კარგია. მამის როლი შვილების აღზრდაში უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცები უნდა `დავაჩმოროთ~, ქალებმა დრო ატარონ და კაცებმა ამ დროს სადილები აკეთონ და ჭურჭელი რეცხონ. მართალია, მატრიარქატის ეპოქა დაიწყო, მაგრამ ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ უკვე ასეთი, `დაჩმორებული~ ქმრები და აზიის ქვეყნებში მიდიან, ნამდვილ მამაკაცს რომ შეხვდნენ. ჩემი აზრით, ბალანსი უნდა დავიცვათ _ ქართველმა კაცმა თავისი სახე და ფუნქცია არ უნდა დაკარგოს, ხოლო ქართველი ქალი არ უნდა გაკაცდეს ისე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება.

სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 30 ნოემბრის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი