ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომლითაც შავი ზღვა გაიწმინდება!

ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომლითაც შავი ზღვა გაიწმინდება!

გემი, რომელსაც შიგნით ტუმბო აქვს, შავი ზღვის სიღრმიდან წყალს ამოიღებს და მას გოგირდ-წყალბადისგან გაასუფთავებს. ეს გამოგონება სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მე-11 კლასელებს - ნათია მეტონიძეს, ნათია დათუნაშვილსა და თეიმურაზ სიმონიშვილს ეკუთვნის.

შავი ზღვა მეტად დაბინძურებულია და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. მოსწავლეებმა პროექტი ამ პრობლემის გადასაწყვეტად შექმნეს. თუმცა სამომავლოდ მისი გამოყენება სხვა ზღვების გასასუფთავებლადაც შეიძლება.

"ეს არის გემი, რომლის მეშვეობითაც შავი ზღვის სიღრმიდან ამოვიღებთ დაბინძურებულ წყალს, გავასუფთავებთ და ისევ ზღვაში დავაბრუნებთ. როგორც ცნობილია, წყალში დიდი რაოდენობით გოგირდ-წყალბადია, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს," - განმარტავს გამოგონების ერთ-ერთი ავტორი ნათია მეტონიძე.

გემს სპეციალური ტუმბო აქვს, რომლის საშუალებითაც წყლის შეტუმბვა მოხდება რეაქტორში. იქ კი წყალს გოგირდ-წყალბადი გამოეყოფა. მიღებული ნივთიერება შემდეგ გოგირდად და წყალბადად დაიშლება.

"პროექტი ორმაგად მომგებიანია. გავასუფთავებთ შავ ზღვას და ეკოლოგიურ კატარასტროფას ავიცილებთ თავიდან. მეორე მხრივ კი, მივიღებთ სასარგებლო ნივთიერებებს. გოგირდი გამოიყენება პრეპარატების დასამზადებლად, ისევე როგორც სასუქად სოფლის მეურნეობაში. წყალბადიც საჭირო ნივთიერებაა. ის გამოიყენება საწვავად როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებში. წყალბადი სუფთაა, არატოქსიკურია და მაღალი კალორიულობით გამოირჩევა," - განმარტავს მეტონიძე.

მოსწავლე გამომგონებლები პროექტზე გაზაფხულიდან მუშაობენ. მათ გემი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე "ლეონარდო და ვინჩი" წარადგინეს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან