საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

 საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თამბაქო მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება დაახლოებით 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და შეიძლება კომუნალური ტარიფის მატების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ სხვაობა არ იქნება მცირე და მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით ფასის ზრდა, მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტზეც (ავტობუსებზე), თუმცა ამ სხვაობის დაფარვას მთავრობა სუბსიდიის გამოყენებით შეეცდება, რაც ირიბი მინიშნებაა, რომ მგზავრობა დროთა განმავლობაში მაინც გაძვირდება.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; 1000 კბ/მ გაზზე - 80-დან 200 ლარამდე. ქუმსიშვილის თქმით, აქ გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.

"გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. წელს 100 მილიონ ლარზე მეტით ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯს და შემდგომ წლებშიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამთავრობო გუნდი თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ამართლებს. ამის დაჯერება შესაძლებელია კიდეც, რასაც სხვა შემთხვევებზე ვერ ვიტყვით: ნავთობპროდუქტების შემთხვევაში ასეთ "არგუმენტად" ეკოლოგიის გაჯანსაღება დასახელდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების აქციზზე დაგეგმილი ცვლილება საავტომობილო ბაზრის წახალისებით ახსნეს. არავინ საუბრობს რეალურ პრობლემაზე, რის გამოც უკიდურესი ზომების მიღება აუცილებელი გახდა  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი