2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება - რას მოგვიტანს საპენსიო რეფორმა

 2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება - რას მოგვიტანს საპენსიო რეფორმა

დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებული პენსიონერების უკეთ დაცვასაც უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა.

მან დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.

"ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ, ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში.

ანუ ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს, ანუ დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად, პენსიონერი ინფლაციური მოვლენებისგან დაუცველია და არ არსებობს მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება, რაც არსებული პენსიონერების უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას", - განაცხადა ძიძიკაშვილმა. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი