"ბარბარესავით მეც მარტო ვარ" - მარიშკა ჯავახაძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დაშორდა

"ბარბარესავით მეც მარტო ვარ" - მარიშკა ჯავახაძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დაშორდა

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში" პერსონაჟ კვაზი მანჭკავას შვილიშვილი ბარბარე გამოჩნდა. სერიალის ოფიციალურ ''ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყველას აინტერესებდა თუ ვინ იყო ეს ულამაზესი მსახიობი. როგორც გაირკვა ბარბარეს როლის შემსრულებელი მარიშკა ჯავაძეა. მარიშკა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილი ყოფილი მეუღლე და გივი თარგამაძის ნათლულია. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარიშკა ჯავახაძესთან.

მარიშკა ჯავახაძე: "28 წლის. პროფესიით მსახიობი არ ვარ, სახელმწიფო მართვა დავამთავრე".

– მარიშკა მსახიობობაზე თუ გიფიქრია?

– დიახ ვფიქრობდი, ბავშვობაში გადიოდა სერიალი "ძილის წინ", სადაც ერთ-ერთ როლს ვთამაშობდი. თუმცა, შემდეგ სახელმწიფო მართვამ უფრო გამიტაცა. გარკვეული პერიოდი პარლამენტშიც ვმუშაობდი.

– სერიალში "ჩცდ"-ში როგორ აღმოჩდით?

– აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში ირაკლი საღინაძე გავიცანი . მერე "ფეისბუქზე" დავამატეთ ერთმანეთი. შემდეგ ირაკლიმ ჩემი ფოტოები ნახა და სინჯებზე დამიძახეს.

– მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის პირველი როლი არ იყო, ხომ არ ნერვიულობდით?

– არა არ ვნერვიულობდი, რადგან გადაღების პროცესში კარგი გარემოა და თვითონ მსახიობებიც კარგები არიან. ქალბატონმა მარინა კახიანმა და ლაურა რეხვიაშვილმა იცოდნენ, რომ მე მსახიობი არ ვარ და რჩევებს მაძლევდნენ. რეჟისორშიც ძალიან გამიმართლა, რადგან გიორგი ლიფონავა მაქსიმალურად კომფორტს მიქმნიდა, რომ არ მენერვიულა. პირიქით გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო და კარგად გავერთეთ გადაღებებზე.

– ბარბარეს პერსონაჟს და მარიშკას რა საერთო თვისება აქვს?

– ბარბარე ჩარჩოებში მოქცეული გოგოა, ძალიან კლდემამოსილია და ძალიან სათნო პერსონაჟია. საერთო შეიძლება გვქონდეს მხოლოდ წესრიგის სიყვარული... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი