ღირს თუ არა სესხის ლარში გადატანა?

 ღირს თუ არა სესხის ლარში გადატანა?

ეკონომისტი აკაკი ცომაია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას სესხის ლარში კონვერტაციასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დავუშვათ სესხი გაქვთ დოლარში 8%-იანი განაკვეთით და კურსი არის $1=2.5ლარი. ასევე შეგიძლიათ სესხი გქონდეთ ლარში 11%-იანი განაკვეთით (ასეთია საბაზრო ფასები დღეს). შემოსავალი გაქვთ ლარში. ე.ი. დღეს, სესხის ყოველ $100-ზე თქვენ იხდით 8$-ს ანუ 8*2.5=20ლარს. ხოლო ლარში შესაბამისი ეკვივალენტი შესაბამისი კურსით და მთავრობის სუბსიდიის გათვალისწინებით (ყოველ 230ლარზე 11%) - გამოდის 25.3ლარი. გიწევთ 5ლარით მეტის გადახდა. ანუ მთავრობა უფრო მეტი %-ის გადახდას გთავაზობთ. შეღავათი გაქვთ ძირის დაფარვაში, რადგან დოლარში გიწევთ 250 ლარის, ხოლო თუ ლარში სესხს გადაიტანთ 230ლარის გადახდა (მთავრობა ასუბსიდირებს). ე.ი. თუ კურსი არ იცვლება და კრედიტის დასაფარად 4.5წელიწადზე მეტი დაგრჩათ, საერთო ჯამში, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, რადგან 20ლარიანი შეღავათის კომპენასიცას დაახლოებით ეს დრო სჭირდება. ამ დროს მთავრობა ამტკიცებს, რომ გვეხმარება. დავუშვათ ელოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება და აქედან გამომდინარე ფიქრობთ, რომ სესხი გადაიტანოთ ლარში. რამდენი ლარი უნდა გახდეს 1აშშ დოლარი, რომ მოგიწიოთ 25.3 ლარის გადახდა ყოველ $100-ზე? მინიმუმ $3 (8*3=24). ახლა წარმოიდგინეთ, რომ სესხი გადაიტანეთ ლარში:

- თუ ლარი 2.5-ზე მეტი იქნება, დგახართ იმ რისკის წინაშე, რომ ბანკი გაგიძვირებთ %-ს (რადგან ეხლა დოლარი უნდა იყიდოს ბანკმა, რომ გაისტუმროს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხი)

- თუ ლარი 2.3-ზე მეტად გამყარდება, ზარალობთ, რადგან $1-ად მოგდით ნაკლები ლარი განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი