რატომ ყიდულობენ ბანკები და იმპორტიორები დიდი რაოდენობით დოლარს?

რატომ ყიდულობენ ბანკები და იმპორტიორები დიდი რაოდენობით დოლარს?

დღის განმავლობაში სავალუტო ჯიხურების ტაბლოიდებზე ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. თუ დილით 1 დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 2,58-2,59 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა უკვე დოლარს 2,73 ლარადაც კი ყიდიან. გაცილებით მაღალია ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია სხვაობა დოლარის გასაყიდსა და შესაძენ კურსებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარს ფაქტობრივად არავინ ყიდის, მის შესყიდვაზე კი მოთხოვნა ძალიან დიდია.

ექსპერტების შეფასებით ასეთი რამ მნიშვნელოვანწილად ბაზარზე არსებული აჟიოტაჟური ფონით არის გამოწვეული. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა კურსი ხელოვნურად იზრდება.

"ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი კურსის ხელოვნურ ზრდას ორ შესაძლო ფაქტორს უკავშირებს - აქციზის გადასახადის გაზრდის მოლოდინში იმპორტიორი კომპანიები ცდილობენ პროდუქციის მარაგები ჯერ კიდევ არსებული აქციზის გადასახადის პირობებში გაზარდონ და კომერციული ბანკები, რომლებიც ვერ გაერკვნენ რა უნდა მთავრობას, დოლარის დაგროვების რეჟიმში გადავიდნენ.

მისივე ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სავალუტო ბაზარზე არსებული პანიკის სუბიექტური გამოძახილია, ობიექტური მიზეზი კი ისაა, რომ მოთხოვნა მიწოდებას შორის დეფიციტის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი