საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს

საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაერო- კონვენციის მიმართ პირველი ანგარიში წარადგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პირველი ანგარიში გაერო-ს კონვენციის მიმართ აღწერს ქვეყნის პროგრესს 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა კონვენციის რატიფიცირება. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში მოამზადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობით.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, შეასრულოს გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ეფექტიან პოლიტიკას იმ სოციალური ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულყოფილად ჩართონ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.

გაერო-ს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP).

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებენ არსებული ბარიერების გამო. ინკლუზია მნიშვნელოვანია. ევროპული მიდგომის გათვალისწინებით, ევროკავშირი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროკავშირის საკვანძო პრინციპები ამ საკითხში ღირსების, ავტონომიურობის, თანასწორობისა და ჩართულობის ღირებულებებია", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა.

საქართველოს პირველი ანგარიში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის მიმართ 2016 წლის სექტემბერში გაიგზავნა. ამის შემდეგ კი მოხდება ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების კომიტეტში, რის შემდეგ საქართველო მიიღებს რეკომენდაციებს კონვენციის შესრულების თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი