როგორ უნდა დაზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში

როგორ უნდა დაზოგოთ ფული ლარის გაუფასურების პირობებში

ლარის გაუფასურება ბევრი ქართული ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახა. გთავაზობთ აპრობირებულ მეთოდებს, თუ როგორ უმკლავდებიან ეკონომიკური კრიზისისას სხვადასხვა ქვეყნების ოჯახები ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულ ზედმეტ ხარჯებს.

1. არ შექმნათ საჭმლისგან კულტი

ევროპელებმა დიდი ხანია ისწავლეს ეკონომია საჭმელთან დაკავშირებით. ყოველი მესამე ჰოლანდიელი ამაყობს იმით, რომ სუპერმარკეტში ყველაზე იაფფასიან საკვებს ყიდულობს. დიდ ბრიტანეთში პოპულარულია ონლაინ მაღაზია, სადაც ვადაგასული საკვები იყიდება ნახევარ ფასში. აი, ასეთია ”ანტიკრიზისული” დიეტა.

2. ძველი ახალზე უკეთესია

პედანტი გერმანელები კრიზისის დროს ახალ ტექნიკასა და ავტომობილებს აღარ იძენენ. მანქანის საშუალო ასაკი გერმანიაში ცხრა წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელებმა ეკონომია წინა კრიზისის დროს დაიწყეს. ამერიკაშიც მსგავსი სურათია. აგრეთვე ამერიკაში გაიზარდა ინტერესი ისეთი საიტებისადმი, როგორიცაა ”გაცემ უფასოდ”, სადაც შეიძლება წინა მფობელისთვის უსარგებლო, მაგრამ შენთვის სასარგებლო ავეჯი, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები აღმოაჩინო.

3. ქალური ლოგიკა

კორეელი ქალები ქმრებისთვის ფერად პერანგებს ყიდულობენ, რომ იშვიათად მოუწიოთ გარეცხვა და სარეცხი ფხვნილის ეკონომია გასწიონ. ფრანგები ფასდაკლებების დროს სამსახურიდან ეთავისუფლებიან. ესპანელები კრიზისის დროს ფეხსაცმელებს არ ყიდულობენ, ძველი მიაქვთ ხელოსანთან შესაკეთებლად.

4. მრიცხველის საწინააღმდეგოდ

წინა კრიზისის დროს პოლონეთში ელექტროჩაიდნები აკრძალული იყო. ინგლისელები კარის ზარს თიშავენ, როდესაც სახლიდან გადიან. მთელი ცივილიზებული სამყარო არასაჭირო ტექნიკას თიშავს. ფინეთში დიასახლისები ხშირად წმენდენ ფანჯრებს, რომ დღის შუქი უფრო მკვეთრად შემოვიდეს და ელექტროენერგია დაიზოგოს.

5. მეგობრული ოჯახი

ირლანდიელები თვეში ერთი კვირა საერთოდ არაფერს ყიდულობენ, რათა ზედმეტი ფული არ დახარჯონ. რა თქმა უნდა, ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ ხარჯების განახევრება შესაძლებელია.

მომზადებულია 4alltravelers.ru-ს მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი