ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზის რომელ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზის რომელ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის გზების გაწმენდა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულის რეკომენდაციას არ იძლევა და ადგილზე ტექნიკა მაშინვე იქნება მობილიზებული, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

"ინტენსიური თოვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ188 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია",- ნათვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი