რა სიურპრიზით შემოირიგა გიორგი ჭანტურიამ ნინი გოგიჩაიშვილი

რა სიურპრიზით შემოირიგა გიორგი ჭანტურიამ ნინი გოგიჩაიშვილი

Palitratv.ge-ს ჟურნალისტის, თამარ ბოჭორიშვილის რუბრიკამ, Live-ინტერვიუ, რომელსაც მაყურებელი Palitratv.ge-ს Facebook-ის გვერდზე ადევნებდა თვალს, ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებს უმასპინძლა, სადაც მოდელმა, წარმატებულმა დებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილია, ნინი ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას ხვდება. საუბრის დროს მოდელმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ შეყვარებულთან იჩხუბა, თუმცა როგორც გაირკვა, ფეხბურთელმა მისი შემორიგება დაბადების დღეზე მოწყობილი სიურპრიზით შეძლო.

- გიორგიმ დაბადების დღეზე სიურპრიზი გამიკეთა. თან იმ პერიოდში ნაჩხუბრები ვიყავით. ღამის 12 საათზე ფოიერვერკები მომიწყო, ყვავილების დიდი თაიგული მომართვა და ყელსაბამი, რომელზეც ჩემი და გიორგის ინიციალებია.

- ნანუკა ხომ არ იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში ჩართული?

- არ იცოდა არაფერი. თვითონაც გაკვირვებული იყო.

- რატომ იჩხუბეთ შენ და გიორგიმ?

- სერიოზული არაფერი... ვინც შეყვარეულია, ეს არავის უკვირს...

იხილეთ Live-ინტერვიუს სრული ჩანაწერი

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდა მეუღლეს, 23 წლის მიმი შელიას, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ. მიმი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, რუსეთის დედაქალაქში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და ფოტომოდელობითაც არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ ახალი სიყვარული მიმიმაც იპოვა - ქართველი შეიკი ცნობილ რუს ფეხბურთელს, ფიოდორ სმოლოვს ხვდება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები" - გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება

"წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა "სინოფარმს" გადმოსცემს

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო