"ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა

"ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა

"ქართული ოცნების" ოფისთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრები "ქართული ოცნების" ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის რამდენიმე მონაწილეს "ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხვდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 ათასამდე ადამიანია დაზარალებული და ისინი ხელისუფლებას სთხოვენ დახმარებას. ისინი ასევე ითხოვენ გამოიძიონ, სად წავიდა მათი თანხები.

ადგილზე მობილიზებული რჩება პოლიცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი