სად და რა ფასად დაისვენებთ საქართველოში ზამთარში - ნაკლებად პოპულარული ზამთრის კურორტები

სად და რა ფასად დაისვენებთ საქართველოში ზამთარში - ნაკლებად პოპულარული ზამთრის კურორტები

ზამთრის საკურორტო სეზონი მალე გაიხსნება, რაც თხილამურებით სრიალისა თუ უბრალოდ თოვლისა და ბუნების ხედების მოყვარულებს სასიამოვნოდ დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

იმ შემთხვევაში, თუ თხილამურებით სრიალი თქვენი ჰობი არ არის და ექსტრემალური სპორტი სულაც არ გიტაცებთ, საქართველოში ბევრი ისეთი ზამთრის კურორტია, რომელიც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სხვა შესაძლებლობებს გთავაზობთ. აღნიშნული ლოკაციების შესახებ კი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ხვიჩა ტურძილაძე მოგვითხრობს.

ხვიჩა ტურძილაძის თქმით, საქართველოში, პოტენციურად არის ადგილები, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიზანიც მათი საზოგადოებისთვის გაცნობაა.

"აღვნიშნავდი არა სათხილამურო კურორტებს, არამედ ბუნებისმოყვარულებისთვის დასასვენებელ ადგილებს, როგორიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია. ძალიან ცოტამ იცის, რომ აქ არსებობს ზამთრის ბილიკები, რომლებიც ზამთარში, თოვლში გადაადგილებისთვის არის მოწყობილი.

დაახლოებით, 20 კმ-იანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, თავშესაფარი გვხვდება, სადაც დასვენებაა შესაძლებელი. ასევე ძალიან კარგი ბილიკებია ლაგოდეხში, სადაც არაჩვეულებრივად დასვენებაა შესაძლებელი. ზამთრის დასაწყისში სასიამოვნოა დროის იმ კურორტებზე გატარება, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთსა და გურიის მთიანეთში გვხვდება. სამწუხაროდ, ისინი ასევე მივიწყებულია," - აღნიშნავს ის წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი