რამდენს შოულობენ ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქართველები - საშუალო თვიური ხელფასის უახლესი მონაცემები

რამდენს შოულობენ ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქართველები - საშუალო თვიური ხელფასის უახლესი მონაცემები

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 606,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორსი დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% - მცირე ბიზნესზე.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, "2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 739,0 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 40,9 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი - 1160,7 ლარი

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი