როგორ აისახა ლარის გაუფასურება ქართველ სელებრითებზე, რომლებსაც ბანკის ვალი დოლარში აქვთ

როგორ აისახა ლარის გაუფასურება ქართველ სელებრითებზე, რომლებსაც ბანკის ვალი დოლარში აქვთ

ლარის გაუფასურება მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე საგრძნობლად აისახა. დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა განსაკუთრებით შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკის სესხები სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვთ. მთავრობამ გამოსავლის სახით ეროვნულ ბანკთან ერთად, სესხების გალარების პროგრამა შესთავაზა მოსახლეობას, რომელიც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გასტანს.

AMBEBI.GE იმ სელებრითებს დაუკავშირდა, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. აღმოჩნდა, რომ ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების უმეტესობა ლარში აღებული სესხით სარგებლობს, ან საერთოდ არ აქვთ ბანკის ვალი.

ვერიკო ტურაშვილი

ფულს ვერ ვაგროვებ, ამიტომ როცა რაღაცის შეძენა მინდა, სესხს ვიღებ და შემდეგ ეტაპობრივად ვფარავ. რამდენიმე წლის წინ სესხით ბინა შევიძინე, ახლა კი უფრო დიდი ბინა ვიყიდე და კრედიტი დოლარში მაქვს აღებული. ლარის გაუფასურება ძალიან აისახა ჩემს ბიუჯეტზე, რადგან ლარში მაქვს შემოსავალი. არ მინდა დეტალურად მოვყვე ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი სესხი მაქვს აღებული და ლარის გაუფასურების გამო 70 ლარით ზედმეტის გადახდა მომიწია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.50 იყო.

ანრი ჯოხაძე

კონცერტის გამო აღებული სესხი გადავფარე, მაგრამ სხვა ვალები დამრჩა. ორი წლის წინ ავიღე სესხი დოლარში, რომლითაც ბინა ვიყიდე ბათუმში. მეც გამაბრაზა დოლარის გაძვირებამ, მაგრამ რა ვქნა? როცა განვადებით ყიდულობ რაღაცას, ვერ შეამჩნევ განსხვავებას, მაგრამ საერთო ჯამში დიდი სხვაობაა ჯიბიდან გასროლილი თანხის. მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში არ ხდება ინფლაცია. ეს გლობალური პრობლემაა და არაერთი ქვეყნის. ჯობია ხალხს იმდენი ფული ჰქონდეს, დოლარიც იყიდოს და ევროც. ხავერდოვანი ოცნების ტოლფასია, ყველაფერი ლარში რომ კეთდებოდეს.

დათუნა მგელაძე

რამდენიმე დღის წინ ავიღე სესხი და ჯერ ეს პრობლემა დიდად არ შემხებია. პირველი თვის პროცენტიც არ გადამიხდია ჯერ. სესხი კლიპისთვის და მშენებლობისთვის ავიღე. ვაპირებ სახლში ჩემი სამყარო შევქმნა და მაგისთვისაც მაქვს კრედიტი. სამწუხაროდ, დიდი ოდენობის სესხი ავიღე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ცუდია რაც ახლა ხდება, ხალხს ვისაც აქამდე ჰქონდა აღებული სესხი, ვინც დღედაღამე წვალობს, მათ ხელი უნდა შეუწყონ. ადრეც მქონდა სესხები და სისხლი გამიშრო. ჩემს ოჯახს აქვს სესხი და ძალიან განვიცდი.

სალომე ბაკურაძე

ჩვენი ოჯახი სარგებლობს სესხით, რომელიც მანქანის შეძენისთვის ავიღეთ. ლარის გაუფასურება ცუდად აისახა ჩვენს ბიუჯეტზეც. მანამდე უცხოპლანეტელი ვიყავი მგონი, არ მქონდა სესხი და მანქანის გამო ავიღე. მგონი ჩემი დანაშაულია ლარის გაუფასურება, მე როცა ავიღე სესხი, მერე გაძვირდა დოლარი. მე და ჩემს მეუღლეს შემოსავალი ლარში გვაქვს და შესაბამისად, რთულად აისახა ლარის გაუფასურება ჩვენს ბიუჯეტზე, მაგრამ ხალხს ისეთი სესხები აქვს, ჩვენი პრობლემა რა სალაპარაკოა.

გურამ მაკალათია (გუფი)

ვსარგებლობ დოლარში აღებული სესხით, მაგრამ ეს პატარა თანხაა, დიდი სესხი არ მაქვს. შესაბამისად ლარის გაუფასურება ჩემს ბიუჯეტზე მძიმედ არ ასახულა, ამ თვეში დაახლოებით ათი ლარით ზედმეტის გადახდა მომიხდა ბანკის პროცენტში. ცუდია ლარი რომ გაუფასურდა, რადგან ხალხს ძალიან დიდი კრედიტები აქვთ აღებული დოლარში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი