"ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

"ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. 18 წლის ნიკა ყოლბაიას "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შემდეგ მძღოლი დააკავეს, თუმცა როგორც ცნობილია, იგი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე წერენ. მათი თქმით, ზებრა გადასასვლელებთან ვითარება ქვეითი პატრულების მიერ არ კონტროლდება, რაც იწვევს იმას, რომ მძღოლები კანონს ხშირად არღვევენ, რა დროსაც ქვეთების უფლებები ირღვევა.

"ამ ბავშვის სიკვდილში ბრალი ყველა პატრულს მიუძღვის, რადგან ქართველების ხასიათიდან გამომდინარე ზებრა ხაზს უნდა აკონტროლობდეს ქვეითი პატრული, ვიდეო თვალი და რადარი, რადგან ქართველზე არანაირი აკრძალვა და კანონი არ მოქმედებს" - წერენ "ფეისბუქზე".

ცოტნე გამსახურდია:

ზებრაზე რომ ადამიანს კლავ, მკვლელი ხარ შე დედამოტ..ულო, აბა, ვინა ხარ!? მოკლედ, აქ მანქანით თუ მოკალი ადამიანი - არც არაფერი... ფეხით მოსიარულე სრულიად დაუცველია!

ანიტა რაჭველიშვილი:

ეს ბიჭი აღარ არის

შუქნიშანზე გადადიოდა,"ზებრაზე" და მწვანეზე! მძღოლს არ უჩივის ოჯახი, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო! დაუსჯელობის სინდრომი დაღუპავს ჩვენს ქვეყანას!!! პრობლემა იმაშია რომ გიჟებივით დარბიან ქალაქში, სადაც მხოლოდ ნელა მიძრაობაა დაშვებული, მერე არასდროს უთმობენ ქვეითს, არც "ზებრაზე" და მითუმეტეს არც სხვაგან! საჭესთან რომ ჯდები დიდი პასუხისმგებლობა გმართებს და თუ არ ხარ მზად პასუხისმგებლობა აიღო შენს და სხვის სიცოცხლეზეც, მაშინ ფეხით იარე! საწყალი ბიჭი! არ ვიცი რა. დაუთმე გზა ქვეითს "ზებრაზე"! მეტი კონტროლი გზაზე და მეტი სიმკაცრე ტარების მოწმობის გაცემისას!!!

გიორგი ონიანი:

კიდევ ერთი ახალგაზრდა შეეწირა თავხედი და ნაგლი მძღოლის ქმედებას... ზებრაზე არ გაატარა ადამიანი და დაეჯახა... უბედურება ისაა, რომ იმ მძღოლს როგორც მკვლელს კი არ გაასამართლებენ, არამედ როგორც უბედური შემთხვევის მონაწილეს.. სასჯელიც არ იქნება შესაბამისი.. ჩემთვის ორივე მკვლელია, ვინც ადამიანს უსწრაფავს სუცოცხლეს... რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკლა.. სანამდე უნდა გაგძელდეს ინერტული დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ... 

რამდენად კონტროლდება ე.წ. ზებრა გადასასვლელებთან ვითარება პოლიციის მიერ, ამის გასარკვევად Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მაქსიმალურად ცდილობენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

"საპატრული ეკიპაჟები მაქსიმალურად ცდილობენ, უზრუნველყონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, მათ შორის, ქვეითი პატრულები პიკის საათებში, ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე ახდენენ მოძრაობის დარეგულირებას. გარდა საგზაო მოძრაობისა, ქვეითი პატრულები ასევე მუშაობენ დანაშულის პრევენციის მიმართულებით.

თუმცა ის, რომ დედაქალაქში ან რეგიონებში არსებულ ყველა „ზებრა“ გადასასვლელზე ქვეითი პატრული დავაყენოთ, ამის რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც ვალდებულება. გარდა ამისა, გზებზე არსებულ ვითარებას კამერები არეულირებს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, შსს-მ დაიწყო ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია ვიდეო ანალიტიკით აღჭურილი, ე.წ. "ჭკვიანი" კამერების დამონტაჟება, რაც საგზაო შემთხვევების პრევენციას შეუწყობს ხელს და ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეაგირების ხარისხს. გარდა ამისა, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ვახორციელებთ სოციალურ კამპანიას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით -- "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის". შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი