"8 წლისას მამა გარდამეცვალა... 11 წლისას - დედა..." - 15 წლის ქართველი გოგონას დამაფიქრებელი წერილი

"8 წლისას მამა გარდამეცვალა... 11 წლისას - დედა..." - 15 წლის ქართველი გოგონას დამაფიქრებელი წერილი

"მინდა, რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან. 8 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ეკონომიურად გაგვიჭირდა. დედიკომ სასურსათო მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და ელემენტარულ ნივთებს, რაც ბავშვს ჭირდებოდა, არ მაკლებდა. თუმცა ჩემს კლასელებთან შედარებით, არც ისე კარგად ჩაცმულ-დახურული ვიყავი. განსაკუთრებულად არასდროს მეცვა.

ჩემს კლასელებს ჩემზე უკეთ ეცვათ, დასასვენებლად დადიოდნენ, მასწვალებლებთან ემზადებოდნენ. მე ეს არასდროს მქონია. იყო ისეთი პერიოდიც, მთელი წელი ერთი ხელი ტანსაცმელი მქონდა მხოლოდ და არც ისე ახალი და არც ისე მოდური ფეხსაცმელი მეცვა. ამის გამო მახსოვს, ბევრჯერ გავმხდარვარ კლასელების დაცინვის ობიექტი. ბევრჯერ მიტირია და მტკენია გული, და მისაყვედურია დედასთვის, რატომ არ მაქვს კარგი ტანსაცმელი.

ერთხელ მახსოვს, კლასელმა მომაძახა, დედაჩემი მასწავლებელია და დედაშენი კი გამყიდველიო. არადა არ ვთვლი, რომ რომელიმე პროფესია დასაძრახია. მაგრამ ისე დამამცირებლად, ისეთი ირონიული ტონით მითხრა, რომ ძალიან მეტკინა გული. მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, იცი რას ვხვდები? იმას, რომ ასეთმა ცხოვრებამ კი არ გამაბოროტა, არამედ უბრალოება მასწავლა. უბრალოებაზე კარგი კი არაფერი არ არის, იმიტომ, რომ როცა უბრალო ხარ და არა ქედმაღალი, მაშინ შეგიძლია იყო ყველას მიმართ თანასწორი იმიტომ, რომ ზემოდან ქვევით არავის უყურებ.

11 წლის ვიყავი, დედიკო რომ რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, აღარ მეკონტაქტებოდა, არ მირეკავდა. თურმე დედა ძალიან ავად გამხდარა და მიმალავდნენ. ერთხელ მასხოვს, გვიან ღამით დამირეკა და თავისი ავადმყოფობის შესახებ მომიყვა. მაშინვე მივხვდი, რომ მალე დაიღუპებოდა. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი