"რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"

"რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ანუ "გემბლინგსს", ხშირად ისეთ დეგრადაციამდე მიჰყავს ადამიანი, რომ თამაშის გარეშე შეიძლება, "ლომკაში" ჩავარდეს ან გულის იშემია დაემართოს. ამ ყველაფერს მსოფლიოში უხილავი ხელი წარმართავს და აზარტული თამაშების ბიზნესის სხვადასხვა ნაირსახეობაც ერთმანეთის მიყოლებით აცდუნებს უფულოსა და ფულიანს, ასაკოვანსა და უასაკოს, ქალსა და მამაკაცს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ტოტალიზატორების, სათამაშო აპარატების, სლოტკლუბების, კაზინოების მეშვეობით ადამიანები ბედისწერას ეთამაშებიან და ვერ ხვდებიან, რომ აზარტული თამაშიდან გაქცევა ისევე შეუძლებელი ხდება, როგორც ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა.

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

ალბათ, ამიტომაც აზარტომანიასა და ნარკომანიას ერთმანეთს ადარებენ, რადგან მათ ერთნაირი საფუძველი აქვთ. თუმცა ნარკომანიისგან განკურნება უფრო იოლია, ვიდრე აზარტომანიისგან.

ტოტალიზატორი იმით განსხვავდება სხვა აზარტული თამაშებისგან, რომ მის მახეში სხვადასხვა ასაკის ადამიანია გაბმული - მოზარდები და "სტარიკი იგროკები". თუკი გავითვალისწინებთ, რომ აზარტი რამეთი თავდავიწყებით გატაცებაა, ხოლო აზარტომანია დაავადებაა, გამოდის, რომ ტოტალიზატორში მისულ ადამიანთა უმრავლესობა ქრონიკულად დაავადებულია.

ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს

ერის მასობრივი დაავადებისა და ტოტალიზატორების მავნებლური გავლენის მიუხედავად, რასაც ზოგჯერ სუიციდის ფაქტებიც მოჰყვება, ექსპერტთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ გართობის ეს სახეობა არ უნდა აიკრძალოს. თუ ჩვენ ტოტალიზატორებს ავკრძალავთ, მაშინ მივიღებთ სარდაფებში მოთამაშე კატეგორიას, რაც სოციუმისთვის გაცილებით საშიშია. რაც შეეხება ტოტალიზატორების რეკლამებს, ნაწილობრივ, გამოსავალი მათ აკრძალვაშიცაა. მთლიანობაში კი, თუ ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ამგვარი თამაში სამარცხვინო საქციელია, მაშინ ტოტალიზატორებს გაცილებით ნაკლები მოთამაშე მიაკითხავს.

...ბოლო პერიოდში ტოტალიზატორებს ქალბატონებიც აკითხავენ. მართალია, მამაკაცებში აზარტულ თამაშებზე კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო ხშირია, მაგრამ არც ქალები ყოფილან ნაკლებად აზარტულნი.

ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლია ქურხული "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ტოტალიზატორებზე დამოკიდებულება მაღალია. ზოგადად, აზარტული თამაში განიხილება, როგორც პათოლოგია, დაავადება და უტოლდება ჩვეულებრივ დამოკიდებულებას ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე. ამ შემთხვევაში, მოზარდები, ახალგაზრდები თუ ზრდასრული ადამიანები ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ეჯაჭვებიან ამგვარი სახის თამაშებს. მართალია, დღემდე ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებაში ტოტალიზატორებისკენ ლტოლვის ზუსტი დიაგნოსტიკა არ არსებობს, თუმცა განიხილება ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მიჯაჭვულობას.

...ლია ქურხულის განმარტებით, სატელევიზიო რეკლამები ძალიან ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე, ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან ამ შეთავაზებით და ტოტალიზატორებს მასობრივად აკითხავენ. ამ გასართობ დაწესებულებაში წაგებული დიდი თანხის შემთხვევაში კი, ახალგაზრდა კარგავს სულიერ, მატერიალურ ფასეულობებს, სახლ-კარს, ოჯახს, მეგობრებს და ხანდახან სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებსგანაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ: ვინ ლობირებს ხალხის ღლეტის ბიზნესს?!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი